ააიპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“

ააიპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“

ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ (City Institute Georgia) დაარსდა 2015 წლის 30 ივნისს. ორგანიზაციის მთავარ მიზანს საქართველოში სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარებითი პრობლემების შესწავლა, ანალიზი და გადაჭრის გზების ძიება წარმოადგენს.

„სითი ინსტიტუტი საქართველო“ ფაქტობრივად პირველი ორგანიზაციაა საქართველოში რომლის მუშაობაც უშუალოდ კონცენტრირებულია ქალაქგეგმარებისა და ქალაქგანვითარების, ქალაქებში ცხოვრების ხარისხის კვლევისა და  აღნიშნულ სფეროში, მოწინავე საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის საკითხებსა და პრობლემატიკაზე.

„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ თანადამფუძნებლები და დირექტორები არიან არქიტექტურის დოქტორი მამუკა სალუქვაძე და დოქტორ-ინჟინერი, პროფესორი არჩილ ბარბაქაძე.

დღეისათვის, ორგანიზაციას წარმოადგენენ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე, ცნობილი ქართველი და უცხოელი ექსპერტები, რომელთაც შესაბამისი ცოდნა და მრავალწლიანი  გამოცდილება აქვთ შემდეგ სფეროებში:

  • ქალაქგეგმარება;
  • ურბანული მენეჯმენტი;
  • ურბანული ეკოლოგია;
  • ურბანული სოციოლოგია;
  • ურბანული ტრანსპორტი;
  • საქალაქო ეკონომიკა;
  • საინჟინრო ინფრასტრუქტურა;
  • ენერგოეფექტურობა.

„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მისია

  •  საქართველოს ქალაქების მოსახლეობის, თვითმართველობებისა და ბიზნესის კოორდინაციისა და ჩართულობის უზრუნველყოფა, ქალაქების სტრატეგიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრისათვის;
  • თვითმართველობების საქმიანობისა და ფუნქციონირების ეფექტურობის ზრდის  ხელშეწყობა მდგრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე;
  • ქალაქის მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტების და საქალაქო ცხოვრებაში მათი იმპლემენტაციის მექანიზმების ძიება;
  •  საქართველოს ქალაქების სტრატეგიული დაგეგმვის დონის ამაღლებაში ხელშეწყობა;
  •  შესაბამისი ფოკუს ჯგუფებისათვის, მათ შორის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისა და დამწყები სპეციალისტებისათვის,  ტრენინგებისა და სასწავლო კურსების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება, ქალაქის განვითარების კუთხით;
  • ქალაქების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების (პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმების და სხვა გეგმარებითი დოკუმენტების) შემუშავებასა და შესაბამისი ღონისძიებების იმპლემენტაციაში აქტიური მონაწილეობა.
  • ტერიტორიულ-სივრცითი დაგეგმვისა და დაგეგმარების მიმართულებით ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ახორციელებს შემდეგ საქმიანობას;
  • სივრცითი დაგეგმარების, ურბანული განვითარების, ქალაქების დაგემარებისა და სხვ. სფეროებში ანალიტიკური ანგარიშების, სტატიებისა და  კვლევების მომზადება,  რეიტინგებისა და პროგნოზების შედგენა, სოციოლოგიური ხასიათის კვლევების მომზადება;
  • რაიონული დაგეგმარების პროგრამების, პროექტებისა და სქემების დამუშავება და მონიტორინგი;
  • დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების , “ჩარჩო გეგმებისა” და განაშენიანების რეგულირების გეგმების დამუშავება და მონიტორინგი;შესაბამისი ნორმატულ დოკუმენტაციის სხვა სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავება;
    კვლევების შედეგების რეალიზებისათვის სადემონსტრაციო (“პილოტ”) პროექტების განხორციელება;
  • ქალაქთმშენებლობითი პროექტებისა და საკანონმდებლო ნორმატული დოკუმეტების დამოუკიდებელი ექსპერტიზის განხორციელება;
  • ქალაქთმშენებლობით საინფორმაციო სისტემის (“ქალაქთმშენებლობით კადასტრის”) შექმნა და მართვა;
  • სამეცნიერო-საინფორმაციო – საკონსულტაციო საქმიანობა;
  • მნიშვნელოვან საპროექტო გადაწყვეტებზე, ალტერნატიული პროექტებისა და წინადადებების მომზადება და საზოგადოებისათვის მიწოდება;
  • ქალაქთმშენებლობს სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაში მონაწილეობა;
  • გაეროს ცენტრ ჰაბიტატის საქალაქო ინდიკატორების ადაპტირება, დანერგვა-მონიტორინგი
    ანალიტიკური საქმიანობა- ქლაქთმშენებლობით პროცესებზე მუდმივი დაკვირვება “ურბან ობსერვატორიის ფუნქციების” განხორციელება;
  • ექსპერიმენტული- კონცეფტუალური პროექტირება;
  • მოწინავე საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა;
  • დასახლებების “მიწის ფასის ატლასების მომზადება”;
  • ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალთა, აგრეთვე საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მათი მომზადებისა და გადამზადების უზრუნველყოფა.2015 წლიდან „სითი ინსტიტუტი საქართველო“, კონსულტანტის რანგში მონაწილეობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და გერმანიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „ფრაუნჰოფერის“ ერთობლივ პროექტში „მომავლის ქალაქი“, რომლის მიზანსაც, თბილისის ურბანული განვითარების ანალიზი და თანამედროვე ევროპილი ქალაქის სტანდარტებთან მიახლოვებისათვის, შესაბამისი განვითარების კონცეფციებისა და კონკრეტული პროექტების შემუშავება წარმოადგენს.
    „სითი ინსტიტუტი საქართველო“, როგორც ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ორგანიზაცია, თავის ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად 2015 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო სამუშაოებს.
    2015-2016 წ.წ. „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მონაწილეობდა გერმანულ სატრანსპორტო კომპანია „A+S Consult GmbH Forschung und Entwicklung” მიერ განხორციელებულ პროექტში „თბილისის ცენტრალური რაიონების ავტოტრანსპორტისგან განტვირთვის კვლევა“.

 მისამართი: ნ. ჟვანიას ქ. 10 (ყოფ. კეკელიძის ქ. 72), ბ.1, თბილისი.
0186, საქართველო.
ტელ.: +995 322 470104; 577 151566; 599 100343
ელ. ფოსტა: info@cityinstitute.ge