პროექტის შესახებ

პროექტის შესახებ

ვებგვერდი – www.city.kvira.ge არის საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირასა“ და ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი – საქართველოს“ ერთობლივი პროექტი, რომელიც, ძირითადად, აშუქებს დედაქალაქის პრობლემატიკასა და მისი ურბანული განვითარების პერსპექტივებს.

„სითი კვირა“ ასევე აშუქებს თბილისის ყოველდღიურ ცხოვრებას. დაინტერესებულ მკითხველს აძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში გაეცნოს დედაქალაქის ყველა სიახლეს, პრობლემას, საკანონმდებლო ცვლილებებს, მისი განვითარების პერსპექტივებს და სხვა. პარალელურად კი, ვებგვერდზე ყოველდღიურ რეჟიმში ქვეყნდება საინტერესო ინფორმაცია თბილისის ისტორიის შესახებაც.

ვებგვერდი აშუქებს საინტერესო სიახლეებს უცხოეთიდანაც, გიამბობთ მსოფლიოს არქიტექტურულ ნიმუშებსა და ინოვაციებზე, გაგაცნობთ ეკოლოგიურ სიახლეებს, მოგაწვდით საინტერესო ინფორმაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისა და ქალაქების შესახებ და ა.შ.

„სითი კვირა“ ექსკლუზიურად აშუქებს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სამუშაო პროცესს და თბილისელებს აქვთ შესაძლებლობა, პირველად ჩვენგან შეიტყონ ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა სიახლე. ვებგვერდი ასახავს არა მხოლოდ სამუშაოს მიმდინარეობას, არამედ პასუხობს დაინტერესებული მოსახლეობის კითხვებსაც.

ჩვენი მიზანია, მოსახლეობისთვის უფრო გასაგები და ხელმისაწვდომი გახდეს ურბანული დაგეგმარებისა და ქალაქების განვითარების საკითხები. „სითი კვირა“ საინტერესოა იმითაც, რომ აქ ქვეყნდება ყველა ის მისამართი, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, გაეცნოს მოქმედ კანონმდებლობას და მოიძიოს ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებული ყველა ოფიციალური დოკუმენტი.

ამრიგად, „სითი კვირა“ ქართველ მკითხველთა ფართო სპექტრისთვის საინტერესო და საჭირო ვებგვერდია. ჩვენი სურვილია, თბილისი ევროპული სტანდარტების ქალაქი გახდეს და უფრო კეთილმოწყობილ გარემოში ვიცხოვროთ. ვცდილობთ, საზოგადოების ინფორმირებულობის კუთხით ამ პროცესში საკუთარი წვლილი შევიტანოთ.