საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“

საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“

საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“ წარმოადგენს მედიასაშუალებას, რომლის ელექტრონული მისამართია – kvira.ge. პორტალი 2013 წელს შეიქმნა. იგი ყოველდღიურად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, მსოფლიო, კულტურულ, სპორტულ და სხვა სიახლეებს. მედიასაშუალება ცდილობს, მიმდინარე მოვლენები არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად გააშუქოს. პორტალზე სისტემატურად იბეჭდება ანალიტიკური სტატიებიც.
მიუხედავად იმისა, რომ „კვირა“ ბეჭდურ, ელექტრონულ მედიას წარმოადგენს, ვებგვერდზე ხშირად ხდება ვიდეოსიახლეების განთავსებაც. პორტალის ბაზაზე ფუნქციონირებს პრესკლუბიც, სადაც დღის განმავლობაშია რამდენიმე პრესკონფერენცია იმართება.
პრესკლუბის სტუმრები პოლიტიკოსები, ექსპერტები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები არიან, რომლებიც აქტუალურ თემებზე განცხადებებს და შეფასებებს აკეთებენ.
ყოველდღიურად „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციებს აქტიურად აშუქებენ ქართული ტელეარხები.
პორტალის ბაზაზე ასევე შექმნილია ვებგვერდი „კვირა+“ (ვებგვერდი: www.plus.kvira.ge ), რომელიც პორტალ „კვირას“ დამატებას წარმოადგენს. ის აპოლიტიკური შინაარსის საიტია. ვებგვერდზე ყოველდღიურად ქვეყნდება საქართველოს და უცხოეთის საინტერესო სიახლეები, პუბლიკაციები, ორიგინალური სტატიები, ფოტო და ვიდეომასალა. პორტალს აქვს საიტის აზერბაიჯანულენოვანი ვერსიაც, რომლის მისამართია – az.kvira.ge.
პორტალის დამატება “სითი კვირა” (ვებგვერდი:www.city.kvira.ge) ძირითადად ქალაქის განვითარების ურბანულ საკითხებს ეხება და დედაქალაქთან ერთად საქართველოს სხვა ქალაქებსაც მოიცავს. პროექტი ხელს უწყობს იმას, რომ მოსახლეობისთვის უფრო გასაგები და ხელმისაწვდომი გახდეს ურბანული დაგეგმარებისა და ქალაქების განვითარების საკითხები. ეს არის ერთიანი სივრცე, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში შუქდება ყველა ის საინტერესო სიახლე, რაც დედაქალაქს და არა მხოლოდ მას უკავშირდება. ვებგვერდზე ყოველდღიურ რეჟიმში ქვეყნდება საინტერესო ინფორმაცია თბილისის ისტორიის შესახებაც.
პორტალს აქვს პიარმომსახურების სერვისიც. „კვირას“ ამ მომსახურებით ხშირად სარგებლობენ სახელმწიფო თუ კერძო კომპანიები.
„კვირა“ მათთვის გეგმავდა და გეგმავს კონკრეტულ სოციალურ, საქველმოქმედო, საზოგადოებრივ თუ კულტურულ აქტივობებს, თავადვე უზრუნველყოფს ღონისძიებების, პროექტების ორგანიზებას და მათ გაშუქებას სხვადასხვა მედიასაშუალებაში.
„კვირას“ აქვს საინტერესო და მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტები. იგი აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთ, ქართულ დიასპორებთან და მათთვის საინტერესო პროექტების ორგანიზებას და განხორციელებას უზრუნველყოფს.