სივრცითი დაგეგმარება და მშენებლობა

სივრცითი დაგეგმარება და მშენებლობა

1271
გაზიარება

სამშენებლო  სფეროს  განვითარების უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ქვეყნის ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარების, სამშენებლო საქმიანობისა და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება.

სივრცითი დაგეგმარების და სამშენებლო საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტებია: დასახლებათა მოწესრიგებული განვითარება; დასახლებათა და დაუსახლებელი ტერიტორიების გაწონასწორებული სტრუქტურის, კერძოდ, ქვეყნის თანაბარი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სოციალური, ეკოლოგიური და კულტურული განვითარების ტერიტორიული წინაპირობების შექმნა; ასევე,  სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება; მშენებლობის მდგრადი და უსაფრთხო წარმოება; შენობა-ნაგებობათა მშენებლობით ან გამოყენებით გამოწვეული შესაძლო საფრთხისაგან დაცვა;

სამშენებლო საქმიანობის ტექნიკური რეგულირების მოწესრიგების მიზნით მიმდინარეობს საერთაშორისო სამშენებლო კოდების – ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების შესწავლა, მათი  ანალიზი, რაც საშუალებას მოგვცემს  საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკის  გამოცდილების გათვალისწინებით და მათი საქართველოს პირობებთან ადაპტაციის შემდგომ, შემუშავებულ იქნას ეროვნული სამშენებლო წესები.

დამყარებულია მჭიდრო კონტაქტები და მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა USAID-ის EPI- ის პროექტთან, GIZ-ის სამხრეთ კავკასიაში სამართლისა და იუსტიციის რეფორმის პროექტთან, გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისიის განსახლებისა და მიწის მართვის კომიტეთან, გაეროს ჰაბიტატის პროგრამასთან, მსოფლიო ბანკთან.

კომენტარი