სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი თბილისში

სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი თბილისში

555
გაზიარება

„სოლიდარობის ფონდი“ სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმს მართავს.

ორდღიან ფორუმზე საერთაშორისო გამოცდილება და მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე პროგრამებში საქართველოს ჩართვის პერსპექტივები განიხილება.

სამუშაო ჯგუფები ჯანდაცვის, კვების, გარემოს დაცვისა და სიღარიბის აღმოფხვრის მიმართულებებით არსებული ვითარების შესახებ პრეზენტაციებს წარადგენენ.

ფორუმზე „სოლიდარობის ფონდმა“ და დედაქალაქის მერიამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

კომენტარი