არქიტექტურა ბავშვებისთვის – როგორ უსწრებენ დროს მსოფლიოში

 არქიტექტურა ბავშვებისთვის – როგორ უსწრებენ დროს მსოფლიოში

1078
გაზიარება

 მოზარდი თაობა დღეს, როგორც არასდროს, მსოფლიო არქიტექტორების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ბევრ ქვეყანაში შენდება ბავშვებისთვის განკუთვნილი შენობები, რომლებიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ დროს უსწრებენ. წერილში თავი მოვუყარეთ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებს, ასევე სკოლის გარეთ დასვენების ცენტრებსა და მოედნებს, ბიბლიოთეკების, მუზეუმების, გამაჯანსაღებელი კომპლექსების შენობა-ნაგებობებს. იმ ეპოქაში, როდესაც ადამიანურ პოტენციალში ინვესტიციის ჩადება პერსპექტიულად არ მიიჩნევა,  არქიტექტურამ ბავშვებისთვის მართლაც მაქსიმალურ მრავალფეროვნებას მიაღწია.
თუმცა, ამ ობიექტების მთავარი ამოცანა უცვლელი რჩება – ბავშვს შეუქმნან ოპტიმალური პირობები სოციუმში ჰარმონიული და წარმატებული არსებობისთვის. ამას გაცილებით ეფექტიანად უმკლავდებიან მშენებლები, რომლებიც ცდილობენ ბავშვებს ნორმალური განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო შეუქმნან არა მხოლოდ სკოლასა და ბაღში, არამედ მისი კელდების გარეთაც.  მასალაში თავი მოვუყარეთ, არა მხოლოდ ყველაზე სანახაობრივ, ან ინოვაციურ ობექტებს, არამედ ისეთებსაც, რომლებიც მსოფლიო მეგაპოლისებს ჭეშმარიტად მეგობრულად განაწყობს იმ პატარა მოქალაქეების მიმართ, ვინც ხვალ მათი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდებიან.

 ევროპული გამოცდილება

 ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ბოლო წლებში საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. მექსიკის ქალაქ მონტერეის საბავშვო ბიბლიოთეკა Niños Conarte, ქალაქის ახალი პარკის ერთ-ერთი თვალსაჩინო ობიექტია, რომელიც ყოფილი მეტალურგიული ქარხნის ადგილას ააშენეს. ანგარი გაყოფილია რამდენიმე ფუნქციურ ზონად: კონკრეტულად ბიბლიოთეკის გარდა, აქ არის „ხელოვნებისა და ხალხური რეწვის ოთახი“, თეატრალური სტუდია, საგამოფენო სივრცე და საგანმანათლებლო ცენტრი უფროსებისთვის. 
12746051_10206003575791753_1963213787_n (1)ჩვეულებრივი სამკითხველო დარბაზი შეცვალა საფეხურებიანმა პლათფორმამ, რაც მონტერეის მთიანი ლანდშაფტის ასოციაციას ჰქმნის. შემაღლებულ ადგილებს წიგნების დამატებით თაროებად  იყენებენ. დარბაზში გამეფებული სიმშვიდე, ფერების დინამიური მონაცვლეობა, სადაც წიგნების 5 000 ტომია თავმოყრილი, ახალი სიმაღლეების დასაპყრობი თამაშის ნაწილი ხდება, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

12695799_10206003575751752_380992336_nიმისათვის, რომ გარემოზე გავლენა შეემცირებინათ, შენობაში პასიური სავენტილაციო სისტემა დაამონტაჟეს. შენობაში შექმნილი სივრცის ყველაზე თვალშისაცემი ნაწილია თამამ ფერებად, ვარდისფრად და სალათისფრად შეღებილი ღია კონსტრუქციები. იგრძნობა, რომ ბრძნულად შერჩეული ფერები ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა, რომელიც  განასხვავებს მას სხვა დაწესებულებებისგან და მიმზიდველია ბავშვებისთვის.
12735665_10206003575831754_1307257249_nმრავალფუნქციური სასკოლო კომპლექსი საფრანგეთში, პარიზი.

საგანმანათლებლო კომპლექსი შეიცავს საბავშვო ბაღს, სკოლას და საერთო საცხოვრებელს სტუდენტებისთვის. არქიტექტორების მიზანი იყო, მთელი სივრცე მაქსიმალურად შეევსოთ დღის სინათლით, პარკთან სიახლოვე კი გამოიყენეს იმისთვის, რომ სკოლის არქიტექტურა, არა მხოლოდ აბსოლუტურად ეკოლოგიური ყოფილიყო, არამედ ქალაქის ახალ მწვანე ლადშაფტთან ვიზუალურად ინტეგრირებული.
12735571_10206003575711751_1381387499_nსაცხოვრებელი განყოფილებისგან სკოლის შენობას გამოჰყოფს ფართო დერეფანი. მისი ქვედა ზედაპირი შედგება უჟანგავი ლითონის სარკეებისგან, რაც სათამაშო მოედანზე განსაკუთარებულ ატმოსფეროს ჰქმნის. ამ მოედნის გასამწვანებლად გამოიყენეს მცენარეები, რითაც  მოედნიდან სკვერამდე მანძილი ბაღის შთაბეჭდილებას ჰქმნის. ამგვარად იქმნება სიმშვიდისა და ბუნებაში ყოფნის შთაბეჭდილება.
12746124_10206003577551797_1222157042_nსკოლა 2013 წლის სექტემბერში გაიხსნა და ფრანგული სერთიფიკატის  HQE -სა (გარემოს მაღალი ხარისხი) და  BBC -ის (დაბალი ენერგოხარჯი) უმაღლესი ჯილდო მიიღო.  ენერგომოხმარებას რაც შეეხება, ის მართლაც შეესაბამება ყველაზე ეკონომიურ ნორმატივებს: სკოლისთვის ერთ კვადრატულ მეტრზე – 26 კილოვატ საათი, საცხოვრებელი ნაწილიში – ერთ კვადრატულ მეტრზე 42 კილოვატ-საათი.

სათამაშო მოედანი Interlace სინგაპურში, ყველა  ასაკის ბავშვზეა გათვლილი და შედგება ქუჩის თამაშებისთვის გათვლილი არასტანდარტული ზონებისგან. ამ სათამაშო ზონის პრინციპია მიმბაძველობა. არქიტექტორების იდეა მდგომარეობს ბავშვების  მიმბაძველურ ხასიაათში,  როდესაც ისინი პირველ ცოდნას იძენენ, ბაძავენ უფროსებს. მაშ, რატომ არ უნდა იყოს საბავშვო მოედანი საცხოვრებელი მასივის მსგავსი.
12736422_10206003577391793_1215310393_n
„მშობლის“ როლში აქ გვერდით მდგარი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც თავისუფალი წესით ერთმანეთზე დაწყობილი, ექსსართულიანი საცხოვრებელი ნაწილებისგან შედგენა. საბავშვო მოედანიც ასევე წარმოადგენს რამდენიმე პარალელეპიპედის დინამიურ კონსტრუქციას, რომლებიც მკვეთრ ლურჯ ფერად არის შეღებული. თითოეული მათგანი საკუთარ თავში სპორტული აღჭურვილობის მთელ სისტემას მოიცავს.
12695811_10206003577471795_1881278994_nსხვადასხვა დონეზე განლაგებული სხვადასხვა ხვრელები, მოედანს რთულ ლაბირინთად გადააქცევს. ხოლო ამ „კონტეინერების“ კედლები საშუალებას იძლევა, თითეულ მათგანში შეიქმნას კომფორტული მიკროკლიმატი.

ისრაელი, ქალაქ იერუსალიმის სასტუმრო  David Citadel -ის  საბავშვო მოედანი ბავშვებისთვის.

პატარა სტუმრებისთვის სასტუმრო David Citadel-ში გამოყოფილი მოედანი 100 კვადრატულ მეტრ ფართობს  მოიცავს. იგი რამდენიმე სათამაშო ზონას იტევს და გამოყოფილია უფროსებისთვის განკუთვნილი კომპიუტერული დარბაზისგან. სივრცე მუდმივად იცვლის თავის თემატიკასა და მასშტაბს.  ბავშვებს აქ სთავაზობენ, როგორც ღია სივრცეს, ისე იზოლირებულ კუთხეებს, სადაც ბავშვი თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობს.
12746189_10206003577431794_772237995_nსათამაშო ცენტრის შემადგენლობაში ასევე შედის ობიექტები, რომლებიც მოგვაგონებენ იერუსალიმის ღირშესანიშნაობებს – ცნობილი გვირაბები გოდების კედელთან, მონტეფიორეს ქარის წისქვილი, მექან იეჰუდას ბაზარი.

საბავშვო  ბაღი სოფიაში, ბულგარეში

საბავშვო ბაღი განლაგებულია დამრეც რელიეფზე და სამი შენობისგან შედგება, რომელთაგან თითეული პატარა სახლის არქიტექტურულ ფორმას იძენს. წითელი სახლი განკუთვნილია 15 ადგილიანი პატარების ჯგუფისთვის, ხოლო ყვითელი შედარებით უფროსი ასაკის – 25 ბავშვისთვის.
ორივე ჯგუფში საძინებელი და სათამაშო სივრცე გვერდიგვერდ არის განლაგებული, ერთმანეთს კი კიბით უკავშირდებიან, რომელიც აღიქმება ატრაქციონად და მნიშვნელოვანია კომუნიკაციის თვალსაზრისით.
12736133_10206003578591823_973492138_nსაბავშვო ბაღის ეზო უსწორმასწორო რელიეფის გამო, ასევე გაყოფილია რამდენიმე ნაწილად, რომელთაგან თითოეული აღნიშნულია საკუთარი ფერით.
12713928_10206003578631824_235998662_nდანია, კოპენჰაგენის საბავშვო კულტურული ცენტრი „ამარი“ 2013 წელსაა აშენებული და გათვლილია ნულიდან 18 წლამდე ასაკის სტუმრებზე. მისი უჩვეულო ფორმა ნაკარნახევია საცხოვრებელ სახლებთან სიახლოვით. იმისათვის, რომ შენობის ფანჯრები არ დიჩრდილულიყო, არქიტექტორებმა საკმაოდ დაადაბლეს შენობის ცენტრალური, კუთხის ნაწილი.
12695934_10206003578711826_1569368885_n
ბავშვთა კულტურის სახლის ფასადი და სახურავი ერთნაირი ლითონის პანელითაა დაფარული, რის ხარჯზეც შენობა კარგავს „საწყისს“ და „დასასრულს“. იგი იმავდროულად ებმის საცხოვრებელ სახლს და თან, წარმოადგენს განცალკევებულ დეტალს. ერთგვაროვანი ზედაპირი ხაზგასმულია ერთნაირი ფორმის ფანჯრებით, რომლებიც არა მხოლოდ ქუჩისკენაა მიმართული, არამედ ცისკენაც.
12714304_10206003578751827_789127525_n
„ამარის“ ინტერიერი სრულებით არ ჰგავს მსგავსი ტიპის ტრადიციულ დაწესებულებებს: აქ არ არის არც ტრადიციული კაბინეტები,  არც იზოლირებული სათამაშო ოთახები. მთელი შენობა ასე თუ ისე, ურთიერთკავშირშია, ზონის ცენტრალურ კომუნიკაცია წარმოადგენს კიბე და კლდის ასოციაციის შექმნელი კედელი. ამ უკანასკნელის გამოჩენა, არქიტექტორების აზრით, კანონზომიერია. თავისი ფორმის შესაბამისად, ცენტრალური ნაწილის ორივე ფრთა წარმოადგენს კლდის ნაწილს, რომლის დაპყრობა ყველაზე პატარა სტუმარსაც ძალუძთ.
12746338_10206003578911831_1679508190_nსაბავშვო ობიექტებში მუდმივად ვეძებთ ბალანსს ინოვაციასა და ნორმას, უსაფრთხოებასა და კრეატიულობას შორის. ძალზედ მნიშვნელოვია ადგილების ოპტიმალური თანაარსებობა, სადაც ბავშვები ერთმანეთთან ურთიერთობენ და ადგილები, სადაც ისინი მარტონი რჩებიან და  დამოუკიდებლობას სწავლობენ.  რამდენად უწყობს მსგავსი გარემო ბავშვების ჰარმონიულ განვითარებას ხელს? ეს ის კითხვაა, რომელიც მსოფლიო არქიტექტორებს მუდმივად აწუხებთ. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ყოველ საგანმანათლებლო ცენტრში, იქნება ის საბავშვო ბაღი, თუ სკოლა, აუცილებელად უნდა იყოს ადგილი, სადაც ბავშვები თავს უცხოდ არ იგრძნობენ.

 თარგმნა შორენა პაპაშვილმა

კომენტარი