დედაქალაქის ბაღების მოვლაზე „თბილსერვის ჯგუფი“ იზრუნებს

დედაქალაქის ბაღების მოვლაზე „თბილსერვის ჯგუფი“ იზრუნებს

581
გაზიარება

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“, თბილისში მდებარე გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) და  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობას განახორციელებს. ამასთან დაკავშირებით ცვლილება შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წესდებაში შევიდა, რომლის მიზანია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და სერვისის ეფექტიანობის გაზრდა.

კერძოდ, „თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში გადავა ვერის ბაღი, დედა ენის, 9 მარტის და 9 აპრილის სახელობის ბაღები, პარკი „მზიური“, რიყისა და ვაკის პარკი,  ვ. გოძიაშვილის სახელობის ბაღი, დიღმის ტყე-პარკი, ვეტერანების პარკი/ბაღი და თბილისის ზღვის პარკი.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებას თანახმად, ზემოთ ჩამოთვლილი გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა გულისხმობს ასევე მწვანე ნარგავებთან დაკავშირებულ სანიტარულ-პროფილაქტიკურ ღონისძიებებს,  მავნებელი დაავადებისგან დაცვას, ტერიტორიის დასუფთავებას,  რასაც კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად შპს „თბილსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.

კომენტარი