„მაჟურილის ლურჯი“ – მაროკოული ბაღის მრავალფეროვნება (ფოტოკოლაჟი)

„მაჟურილის ლურჯი“ – მაროკოული ბაღის მრავალფეროვნება (ფოტოკოლაჟი)

618
გაზიარება

მაროკოს ქალაქ მარაქეშში მდებარეობს ბაღი “მაჟურილი”, რომელიც მსოფლიოს სხვა ბოტანიკური ბაღებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ ლურჯი ფერი დომინირებს. ბაღის გაშენება ფრანგმა მხატვარმა ჟაკ მაჟურილიმ 1920 წელს დაიწყო და 40 წლის განმავლობაში მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან ჩამოტანილი მცენარეებით ამდიდრებდა. ბაღის შენახვა დიდ ფინანსებს საჭიროებდა. ჟაკ მაჟურილი იძულებული გახდა, 1947 წელს ბაღი დამთვალიერებლებისთვის გაეღო და შესვლისთვის გარკვეული საფასური დაეწესებინა.

1937 წელს მაჟურილიმ გადაწყვიტა ბაღში მდებარე შენობები, ტალავრები, კარიბჭეები, ქოთნები და ყველანაირი ნაგებობა, თუ ნივთი განსაკუთრებულად მდიდარი, მსუყე ფერებით შეეღება. ფერებმა, რომელთა შორის ერთ-ერთს მოგვიანებით “მაჟურილის ლურჯი” ეწოდა, ბაღს,  ბუნებრივ მწვანესთან კონტრასტის ფონზე, კიდევ მეტი სილამაზე და სიმკვეთრე შესძინა.

 ცნობილმა დიზაინერმა “ივ სენ ლორანმა” და მისმა პარტნიორმა პიერ ბერჟიმ ბაღი “მაჟურილი” 1966 წლს, მარაქეშში პირველი მოგზაურობისას აღმოაჩინეს და იმდენად მოეწონათ, რომ თითქმის ყოველ საღამოს სტუმრობდნენ.

1980 წელს ბაღის გაყიდვა და  სასტუმრო კომპლექსად გარდაქმნა გადაწყდა. “ივ სენ ლორანმა” ბაღი გამოისყიდა და ჟაკ მაჟურილის ხედვის შესაბამისად, მოვლის თანამედროვე მექანიზმებისა და ახალი მცენარეების შემატებით, ახალი სიცოცხლე შთაჰბერა. ბაღში მცენარეების რაოდენობა 135-დან 300-მდე გაიზარდა. იმ ხანებში ბაღსა და იქ მდებარე შენობებს 20 მებაღე უვლიდა.

“ივ სენ ლორანის” გარდაცვალების შემდეგ, პიერ ბერჟიმ ბაღი “მაჟურილი” პარიზში მდებარე ფონდს გადასცა, რომელიც ამ უკანასკნელთა სახელებს ატარებს.

10568047_10206008986287012_1911647479_n

11652138_10206008985967004_1678106197_n

12713881_10206008985927003_751334847_n

12714087_10206008986047006_845232667_n

12714127_10206008986087007_63364054_n

12714259_10206008985646996_1966861558_n

12714351_10206008986407015_1961517199_n

12721695_10206008990487117_1147082321_n

12722105_10206008986167009_2117682429_n

12735562_10206008990407115_2083780118_n

12736409_10206008990367114_535930692_n

12746431_10206008985887002_1216291477_n

12736410_10206008985847001_2147332854_n

 

კომენტარი