როდის დასრულდება გზის შეკეთება ნინოშვილის ქუჩაზე?

როდის დასრულდება გზის შეკეთება ნინოშვილის ქუჩაზე?

528
გაზიარება

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, ნინოშვილის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა.
ნინოშვილის ქუჩის 5000 კვადრატული მეტრის საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო და მარტის ბოლოს დასრულდება.
დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპისთვის, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, მოიხსნა გზის დაზიანებული საფარი, მოეწყობა ახალი ბორდიურები , მოიფრეზება გზის სავალი ნაწილი და დაიგება ახალი ასფალტის საფარი.
„გზების მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა. რაიონში გვაქვს ისეთი ქუჩები და ჩიხები, სადაც გზის საფარი ათეული წლების განმავლობაში არ შეცვლილა. ჩუღურეთის რაიონის გამგეობა გეგმაზომიერად და ეფექტურად მუშაობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად“ – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ჩუღურეთის რაიონში, 2016 წლის საბიუჯეტო ასიგნებებით, გზებისა და შიდა ეზოების მოასფალტებისთვის 2 650 000 ლარია გათვალისწინებული.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 25 შიდა ეზოსა და 20 ქუჩის მოწესრიგებაა დაგეგმილი.

კომენტარი