სამთო ბიზნესის პოტენციალი საქართველოში – რა მდგომარეობაა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების თვალსაზრისით

სამთო ბიზნესის პოტენციალი საქართველოში – რა მდგომარეობაა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების თვალსაზრისით

934
გაზიარება

ქვეყნის მინერალური რესურსების რაციონალური მართვისა და სამთო-მოპოვების კეთილსინდისიერი პრაქტიკის უზრუნველყოფის შესაძლებლობები განიხილეს, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიასთან შეხვედრისას სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა.

როგორც შეხვედრაზე თქვა, ინსტრუქციების შესაბამისად შემუშავებული მინერალური რესურსების მარაგების გამოთვლა სახელმწიფოს ხელს შეუწყობს რაციონალურად მართოს ქვეყანაში არსებული მარაგი. მინისტრის მოადგილემ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიანტებს „მყარი სასარგებლო წიაღისეულისა და მიწისქვეშა წყლების მარაგების გამოთვლის სახელმწიფო ინსტრუქციების” შესახებ პროექტები გააცნო, რომელიც მანამადე შესაბამისი სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამეცნიერო წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

“მომზადდა დოკუმენტის პროექტი, რომელსაც 25 წელიწადი ველოდით. ამ დოკუმენტზეა დამოკიდებული საქართველოში მომავალში სამთო ბიზნესის განვითარება”- განაცხადა ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა არჩილ მაღალაშვილმა.

მყარი სასარგებლო წიაღისეულის სახელმწიფო ინსტრუქციას საფუძვლად უდევს ავსტრალაზიის სასარგებლო წიაღისეულის მარაგების გაერთიანებული კომიტეტის (JORC) კოდექსი „გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების შედეგების, მყარი სასარგებლო წიაღისეულის რესურსების და მარაგების ანგარიშის შესადგენად” და საქართველოში დღემდე მოქმედი მყარი სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა მარაგების და პროგნოზული რესურსების კლასიფიკაცია.

კომენტარი