ზოოპარკი: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია “ათასი ჯანდაბისგან” გაიწმინდება

ზოოპარკი: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია “ათასი ჯანდაბისგან” გაიწმინდება

824
გაზიარება

თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურთან ერთად („თბილსერვის ჯგუფი“) ზოოპარკის ახალი ტერიტორიის დასუფთავება იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზოოპარკის ადმინისტრაციამ მოსახლეობას მიმართა:

12733556_10154009587439575_2690114628989896392_n„როგორც იცით, ზოოპარკის გადატანა თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე, გადაწყვეტილია. თბილისის მერიის დახმარებით უკვე აშენდა ძალიან კარგი, მაღალი, ლამაზი და საიმედო ღობე მთელი ტერიტორიის გარშემო. სამწუხაროდ, გარემოს დანაგვიანების პრობლემა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ აქტუალურია. ამიტომ, ჩვენი 48 ჰექტარიც სავსეა პარკებით, პლასტმასის ბოთლებითა და ათასი ჯანდაბით.

ამიტომ, 09:00 საათიდან მკლავები დავიკაპიწეთ, მოვიმარაგეთ ნაგვის პარკები, ხელთათმანები, ენთუზიაზმი და ერთობლივი ძალებით შევუდექით ჩვენი ტერიტორიის ამ ჯანდაბებისგან გასუფთავებას“,  – აღნიშნულია ზოოპარკის განცხადებაში.

კომენტარი