თბილისში წელს 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება

თბილისში წელს 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება

732
გაზიარება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2016 წლის ბიუჯეტით, წელს 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება. კერძოდ, მიმდინარე წელს საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება გუთნის ქუჩაზე, ქვემო ფონიჭალაში, ჩიტაიას ქუჩაზე, წყნეთში, სოფელ გლდანში, ვაშლიჯვარში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, თემქაზე, სოფელ წინუბანსა და სოფელ დიღომში. როგორც თბილისი მერიაში აცხადებენ, წლევანდელი ბიუჯეტით გათვალისწინებულია აღნიშნული ბაღების მთლიანი ღირებულების ნაწილის ანაზღაურება.
იანვარში მოსკოვის გამზირზე უკვე გაიხსნა ერთი ახალი ბაღი, სადაც სასწავლო-სააღმზრდელი პროცესი 500-მა ბავშვმა დაიწყო. წელს იგეგმება ასევე რამდენიმე ბაღების გახსნა, მანჯგალაძის, კრწანისის, მიტინგის, ონაშვილის, ბოჭორიშვილის ქუჩებზე, ასევე ფონიჭალაში. აღნიშნული ბაღების ნაწილის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ამჟამად მიმდინარეობს მათი ინვენტარიზაციისა და აღჭურვის პროცესი.

კომენტარი