საცხოვრებელი კომპლექსი „ქამელეონი“ – მკაცრი ფასადის მიღმა პატარა ოაზისი (ფოტოკოლაჟი)

საცხოვრებელი კომპლექსი „ქამელეონი“ – მკაცრი ფასადის მიღმა პატარა ოაზისი (ფოტოკოლაჟი)

654
გაზიარება

ნიდერლანდებში, ამსტერდამის გარეუბან ბეილმერში ააშენეს საცხოვრებელი კომპლექსი „ქამელეონი“, სადაც სხვადასხვა ეროვნების 100 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ძველად ეს რაიონი ბარაკად ითვლებოდა, სადაც დანაშაულის მაღალი დონე იყო. ახლა ბეილმერი განახლდა და უკეთესობისკენ იცვლება.

კომპანია NL Architects-ის არქიტექტოების ჯგუფმა რაიონის მაცხოვრებლებისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი შეიმუშავა. მისი საერთო ფართობია 55 500 კვადრატული მეტრი. მთლიანად განთავსებულია 226 ბინა.

12714067_10206013948651068_674393592_n

კომპლექსის პირველ სართულზე ბევრი მაღაზიაა, რომლებსაც შესასვლელი ქუჩის მხრიდან აქვთ. ქვედა სართულებზე განთავსებულია სუპერმარკეტები და ავტომობილის სადგომები.

12736412_10206013948611067_732109632_n

 პარკირების სახურავზე მოწყობილია მწვანე ზონა. ეს არის შიდა ეზო, ხეებით, მწვანე ნარგავებითა და მდინარითაც კი.

12735760_10206013948851073_59847925_n

კომპლექსის შიდა ბაღს გარშემორტყმული აქვს ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლი და ერთი 10 სართულიანი შენობა, რომელიც ქუჩის სავალ ნაწილს გადაჰყურებს და ამავდროულად ბაღს იცავს ტრანსპორტის ხმაურისგან.

12721668_10206013948891074_1528808045_n

 სიმართლე რომ ითქვას, თავისი მკაცრი იერით შენობა, ერთი შეხედვით შიშის მომგვრელია. არ ვიცით, არქიტექტორებმა შენობის შიგნით ცხოვრებისთვის, რამდენად კომფორტული გარემო შექმნეს, თუმცა, კონსტრუქციაში მეტი ხალისიანი დეტალები რომ შეეტანათ, ურიგო არ იქნებოდა.

კომენტარი