გლდანში 61 ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანში 61 ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

434
გაზიარება

გლდანის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების განყოფილებამ, 2016 წლის დასაწყისიდან თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, 25 პროექტი დაასრულა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 5 პროექტი განხორციელდა, შესრულებულია შემდეგი სამუშაოები: ორი კორპუსი გადაიხურა ბრტყელი გადახურვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ერთ ლიფტს, ორ სადარბაზოში აღდგა საერთო სარგებლობის კიბეები.
ამ დროისათვის გლდანის რაიონში ,,ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები მიმდინარეობს 61 ობიექტზე, ასევე მიმდინარეობს კაპიტალური გამაგრების პროექტის მომზადება.
სამუშაოებს გამგეობა ბიუჯეტიდან 80%-ით აფინანსებს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა წილი 20%-ს შეადგენს

12705321_1692553327697119_8973878528602810279_n

12728942_1692553324363786_6703977699567924613_n

კომენტარი