დავით ნარმანია დედაქალაქის ქაოტური განაშენიანების წინააღმდეგ ილაშქრებს

დავით ნარმანია დედაქალაქის ქაოტური განაშენიანების წინააღმდეგ ილაშქრებს

632
გაზიარება

ქალაქის ქაოტური განაშენიანების თავიდან აცილების მიზნით, თბილისის მერია დროებით შეზღუდვებს აწესებს. კერძოდ, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის დასრულებამდე, დაწესდება დროებითი შეზღუდვა კოეფიციენტების მატებასთან დაკავშირებით და კ2 კოეფიციენტის მომატება, საკრებულოს მიერ დამტკიცების შემდეგ, მხოლოდ ერთჯერადად იქნება შესაძლებელი.
განაშენიანების რეგულირების წესებში დაგეგმილი ცვლილებების ახალ რედაქციას მერია დედაქალაქის საკრებულოს უახლოეს მომავალში წარუდგენს, სადაც ერთ-ერთი მთავარი ცვლილება კ2 კოეფიციენტის მომატებასთან დაკავშირებით დროებით შეზღუდვებს შეეხება. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გამკაცრდება ასევე კოეფიციენტის მატებაზე გამონაკლისის დაშვების დასაბუთების წესიც, რაც შეამცირებს კ2 კოეფიციენტის მომატებაზე ნებართვების გაცემის ინტენსივობას და დედაქალაქის მთავრობას თბილისში ქაოტური მშენებლობების დარეგულირების შესაძლებლობას მისცემს. იმისთვის, რომ ქალაქში კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცე გამოჩნდეს, დავით ნარმანია საჭიროდ მიიჩნევს გაიზარდოს მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტიც და კ3 10%-ის ნაცვლად, 20%-ით განისაზღვროს.

კომენტარი