თბილისის მერი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ცდილობს

თბილისის მერი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ცდილობს

407
გაზიარება

თბილისის მერი დავით ნარმანია საჭიროდ მიიჩნევს შემცირდეს ადმინისტრაციული ხარჯები, რათა დედაქალაქის ბიუჯეტი უფრო ეფექტიანად მოხმარდეს ქალაქს და თითოეული თბილისელის კეთილდღეობას. ამ თვალსაზრისით თბილისის მერია სტრუქტურულ ცვლილებებს გეგმავს. კერძოდ, როგორც თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, იგეგმება ა(ა)იპ-ებისა და სსიპ-ის ნაწილის გაერთიანება – შერწყმა იგეგმება, რათა „საქმიანობის ეფექტიანობის გაძლიერებისა და გაუმჯობესების მიზნით არსებული რესურსები სწორად მობილიზდეს და გადანაწილდეს,“ – აცხადებს დავით ნარმანია.
მისივე თქმით, გასულმა 2015 წელმა მისცა შესაძლებლობა, უკეთ შეეფასებინა, თუ როგორი მმართველობა სჭირდება ქალაქს! „მაქსიმალურად უნდა შემცირდეს ადმინისტრაციული ხარჯები, რათა მოხდეს ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია,“ – მიაჩნია მერს.

კომენტარი