მთაწმინდის რაიონში საცხოვრებელი სახლების სახურავების შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში საცხოვრებელი სახლების სახურავების შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს

357
გაზიარება

მთაწმინდის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა 3 მისამართზე, ათონელის №29-ში, ბაქრაძის №19-სა და კოტე მესხის №11-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების სახურავების შეცვლის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ მისამართებზე მთლიანად გამოიცვლება სახურავები და დაიგება ახალი თუნუქისქანობიანი სახურავი. საერთო ჯამში, შეიცვლება 1 685 კვ.მ სახურავი, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 81 567 ლარი. იანვრის თვეში სახურავის შეცვლის თხოვნით, გამგეობაში 24 განცხადება შემოვიდა, საიდანაც თანადაფინანსების განყოფილებამ ყველა განცხადება დააკმაყოფილა.

ოქროყანაში, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლის სახურავის შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს, შეიცვლება 284 კვ.მ სახურავი, ამისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 9 311 ლარია გამოყოფილი.

კომენტარი