ნასას კოსმოსურ ცენტრში გამგზავრებამდე კონკურსის-ათასწლეულის ინოვაციების გამარჯვებულები გამგებელს შეხვდნენ

ნასას კოსმოსურ ცენტრში გამგზავრებამდე კონკურსის-ათასწლეულის ინოვაციების გამარჯვებულები გამგებელს შეხვდნენ

440
გაზიარება

გლდანის რაიონის გამგებელი, ბესიკ ქარცივაძე, 2016 წლის 12 თებერვალს “ათასწლეულის გამოწვევის ფონდის” მიერ ჩატარებული კონკურსის-ათასწლეულის ინოვაციების, გამარჯვებულებს და სკოლის დირექტორს, რუსუდან ბოლქვაძეს, შეხვდა. ახალგაზრდა გამომგონებლები ლიცეუმის ,,აია-GESS“-ის მოსწავლეები არიან, რომელიც 2002 წლიდან გლდანის რაიონში ფუნქციონირებს.
ბატონმა ბესიკ ქარცივაძემ პირადად გაიცნო ახალგაზრდები, ესაუბრა სამომავლო გეგმებზე და მხარდაჭერას დაპირდა.
ლიცეუმისა და აია-GESS-ის სკოლების მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდი „სოლარი“ პროექტით – „მზის პანელის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია“ – წარსდგა კონკურსზე. შ
ესაბამისად, გუნდი „სოლარი“ მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის კონრადის ფონდის (The Conrad Foundation) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტში (http://www.conradchallenge.org/), რომელიც გაიმართება 2016 წლის 20 – 24 აპრილს, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში (NASA Kennedy Space Center), აშშ–ში.
გამგებლისა და ახალგაზრდა გამომგონებლების მომდევნო შეხვედრა ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ არის ჩანიშნული.

კომენტარი