ჟორდანიას ქუჩასა და ქვემო ფონიჭალაში 1 225 მეტრი სიგრძის სანიაღვრე კოლექტორი მოეწყობა

ჟორდანიას ქუჩასა და ქვემო ფონიჭალაში 1 225 მეტრი სიგრძის სანიაღვრე კოლექტორი მოეწყობა

715
გაზიარება

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, კრწანისის რაიონის გამგებელთან გიორგი კოპალეიშვილთან და საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილთან ერთად, სანიაღვრე კოლექტორის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და იქ მცხოვრებ მოსახლეობას გაესაუბრა. სამუშაოების ფარგლებში, ზემო ფონიჭალაში, ანდრო ჟორდანიას ქუჩასა და ქვემო ფონიჭალაში მდინარე მტკვრამდე მიმდინარეობს  1 225 მეტრი სიგრძის სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. კერძოდ სრულად აღდგება სანიაღვრე სისტემა, ასევე გაიწმინდება ის დაჭაობებული ტერიტორიები, რომელიც პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.
„ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ამ უბნის მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა. საკმაოდ დიდი დასახლებაა და ამ დასახლებისთვის ეს პრობლემა აღნიშნული პროექტის განხორციელებით მთლიანად გვარდება. ჩვენ, როგორც კი პროექტი მოვამზადეთ და შესაბამისი რესურსები გაგვიჩნდა დაუყოვნებლივ დავიწყეთ  სამუშაოები. პროექტს ზაფხულამდე მოვრჩებით და ამით მოსახლეობას  მთლიანად სანიაღვრე და დაბინძურებული წყლის პრობლემა მოეხსნება. ერთნაირად კარგი საქმე კეთდება, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე რკინიგზისთვის და იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნქციონირებენ“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
პროექტის  ჯამური ღირებულება 820 000 ლარია და ის 2016 წლის 1 ივნისს დასრულდება.

კომენტარი