საგზაო საფარის კაპიტალურ შეკეთებაზე სატენდერო პროცედურები ორ 4 მილიონიან ტენდერზე მიმდინარეობს

საგზაო საფარის კაპიტალურ შეკეთებაზე სატენდერო პროცედურები ორ 4 მილიონიან ტენდერზე მიმდინარეობს

536
გაზიარება

ამინდების გაუმჯობესებასთან ერთად, დედაქალაქში გზების ორმოული შეკეთება აქტიურ ფაზაში შედის, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
როგორც მან დედაქალაქის მერიაში მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თბილისში დაახლოებით 50-მდე ქუჩაზე ორმოული შეკეთებები დასრულებულია.
„დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 50-მდე ქუჩაზე ორმოული შეკეთებები დასრულებულია. ამასთან, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კიდევ 15-მდე ქუჩის ორმოული შეკეთება და უახლოეს დღეებში სამუშაოები დაიწყება დამატებით 25 ობიექტზე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამასთან, როგორც ნარმანიამ აღნიშნა, საგზაო საფარის კაპიტალურ შეკეთებაზე ამ დროისათვის მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები ორ 4 მილიონიან ტენდერზე, რომელთა ფარგლებშიც, კაპიტალურად შეკეთდება მდ. მტკვრის ორივე სანაპიროზე არსებული დაზიანებული გზები. მისივე თქმით, ერთ კვირაში, თბილისის მასშტაბით, დაიწყება საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები 6 – მილიონიანი ხელშეკრულების ფარგლებში.

კომენტარი