საფრანგეთში „მზის გზები“ დაიგება (ფოტოკოლაჟი)

საფრანგეთში „მზის გზები“ დაიგება (ფოტოკოლაჟი)

513
გაზიარება

საფრანგეთის ხელისუფლება გეგმავს გზებისთვის ახალი საფარი „მზის გზები“ (WattWay) გამოიყენოს, რომელშიც მზის პანელებია ჩამონტაჟებული. ერთი კილომეტრის სიგრძის მსგავ საფარს შეუძლია განათების ენერგიით უზრუნველყოს არა მხოლოდ ქუჩა, არამედ 5000 მოსახლიანი ქალაქი.
პროექტის განხორციელებას უახლოს ხუთ წელიწადში აპირებენ. გზებისთვის ახალი საფარის ტექნოლოგია შექმნა ფრანგულმა კომპანია Colas-მა, რომელმაც საფრანგეთის გარემოს დაცვის სააგენტოს ხელშეწყობით, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ კომპანიებთან ერთად საკუთარი ტექნოლოგიის საქალაქო ინფრასტრუქტურასთან ინტეგრირება მოახდინა. ამერიკული ანალოგისგან იგი უმთავრესად იმით განსხვავდება, რომ არ საჭიროებს ძველი გზის საფარის ახლით. Wattway-ს გზის უკვე არსებულ საფარს დამატებით ფენად, ზემოდან აწებებენ. Wattway-ს ზედა ფენა დაფარულია სპეციალური ნივთიერებით, რომელიც უზრუნველყოფს საბურავების კარგ მოკიდებას. ამასთან „მზის საფარის“ სისქე, სულ რაღაც 7 მილიმეტრია

mzis_gza_t_178945546767490434311189

mzis_gza_t_11190344353737734

mzis_gza_m_2727353434333309009-mlxwdv0qsm7daotyfh2xcgrs7t6mlsxhlqrpgswclo

კომენტარი