დიდუბეში 3 146 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო

დიდუბეში 3 146 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო

389
გაზიარება

დიდუბეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამ დროისათვის 4 მისამართზე მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია დაზიანებული ასფალტის საფარის მოხსნა, შემდგომ კი ასფალტის ახალი საფარის დაგება, ასევე დაგეგმილია ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა.
დიდუბის რაიონში 6 მისამართზე უკვე დასრულდა საგზაო სამუშაოები, 3 146 კვ.მ ფართობზე დაიგო ასფალტის ახალი საფარი.
დიდუბის რაიონის გამგებელის ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტები დიდუბის რაიონში აქტიურად მიმდინარობს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა გზების საფარის დაგება და მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა.
დიდუბის რაიონის მასშტაბით, ასევე მიმდინარეობს წყალსადენ-კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების რეაბილიტაცია, 6 მისამართზე სამუშაოები უკვე დასრულდა.

კომენტარი