თბილისმა TRACECA-ს სატრანსპორტო კორიდორის კონფერენციას უმასპინძლა

თბილისმა TRACECA-ს სატრანსპორტო კორიდორის კონფერენციას უმასპინძლა

531
გაზიარება

თბილისში ჩატარდა TRACECA-ს სატრანსპორტო კორიდორის – ევროპა-კავკასია-აზია, საგზაო უსაფრთხოების რეგიონული კონფერენცია, რომელსაც 9 ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები დაესწრნენ. შეხვედრას საქართველოს მთავრობამ უმასპინძლა, როგორც პროექტის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა ქვეყანამ.
კონფერენციაზე წარმოადგენილი იყო 2014-2015 წლებში ტრასეკას საგზაო უსაფრთხოების პროექტი II-ის განხორციელების პერიოდში მიღებული დასკვნები და მიღწეული შედეგები. ბენეფიციარი ქვეყნები არიან: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი.
ევროკავშირის დაფინანსებით გამართულ ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 100-მდე დელეგატმა, მათ შორის ტრასეკას პროექტის ბენეფიციარი თითოეული ქვეყნის ექვსკაციანმა დელეგაციებმა, რომლის შემადგენლობაში შედიან იმ ქვეყნების წამყვანი პოლიტიკოსები, მაღალი თანამდებობის პირები ევროკავშირის, გაეროს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვა ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საგზაო უსაფრთხოების საკითხის გაუმჯობესებაზე ტრასეკას რეგიონში. დელეგატები გაეცნენ წარმოდგენილ დასკვნებსა და შედეგებს. გაიმართა დისკუსიები, თუ რა არის საჭირო საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და როგორც უნდა შეუწყონ ხელი ამ პროექტის მდგრადობას.

კომენტარი