თბილისში ახალ ავტობუსების შემოყვანაზე გამოცხადებული ტენდერი 9 მარტს დასრულდება

თბილისში ახალ ავტობუსების შემოყვანაზე გამოცხადებული ტენდერი 9 მარტს დასრულდება

909
გაზიარება

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის გამოცვლის მიზით გამოცხადებული ტენდერი დასასრულს უახლოვდება. 9 მარტს გახდება ცნობილი, რომელი კომპანია გაუკეთებს ორგანიზებას, დედაქალაქში ევროპული სტანდარტების 175 ავტობუსის შემოყვანას.
როგორც „სითი კვირას“ დედაქალაქის მერიაში განუმარტეს, პირველ ეტაპზე, მხოლოდ ავტობუსების შემოყვანა იგეგმება, თუმცა, პარალელურად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ქალაქს, ახალი სამარშუტო სქემის შედგენაშიც დაეხმარება, ის უწევს მერიას ფინანსურ დახმარებას ავტობუსების პარკის გამოცვლაშიც.
„თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის გამოცვლაზე მუშაობა 2015 წლის აპრილიდან მოყოლებული გრძელდება. აქტიურად ვიმუშავეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. 22 იანვარს გამოცხადდა შესაბამისი ტენდერი, გვაქვს გაწერილი კონკრეტული გეგმა და ვფიქრობთ, რომ ამ გაწერილ გეგმას გავყვებით,”- აცხადებენ მერიაში.
მათივე ინფორმაციით, სატენდერო დოკუმენტაცია უშუალოდ EBRD-ის ჩართულობით და მათ მიერ გაწერილი ტექნიკური პროცედურებით მომზადდა.

კომენტარი