მსოფლიოში ყველაზე დიდი მცურავი ელექტროსადგური იაპონიაში  ააშენეს

მსოფლიოში ყველაზე დიდი მცურავი ელექტროსადგური იაპონიაში  ააშენეს

829
გაზიარება

იაპონიაში, ქალაქ კიოტოში, ხიგაშიხირასა და ნიშიხირას ტბებზე დასრულდა მზის ენერგიის მსოფლიოში ორი უდიდესი მცურავი ელექტროსადგურის დამონტაჟება. მზის პანელების მეშვეობით ახალი ობიექტი წელისადში დაახლოებით 3,200 მგვტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც საკმარისია საშულო სტატისტიკური 1 000 იაპონური ოჯახის მომარაგებისთვის.

ფუკუშიმას ბირთვულ ელექტროსადგურზე მომხდარმა ავარიამ და სუფთა, განახლებად ენერგიაზე მოთხოვნამ, იაპონელ მეცნიერებს უბიძგა ელექტროენერგიის გენერირების უსაფრთხო და ახალი დანადგარი შეექმნათ.  ასე რომ, ბოლო წლებია ქვეყანაში, რამდენჯერმე გაიზარდა განახლებადი ენერგიის წარმოება. ამ სფეროში  წამყვანი პოზიცია  აშშ-ს უკავია, მას მოსდევს ავსტრალია და ჩინეთი. იაპონიის მთავრობა გეგმავს 2030 წლისთვის სრულად თქვას უარი ბირთვულ ენერგიაზე.

12735842_10206026448363553_254760310_nროგორც იაპონელი ინჟინრები ირწმუნებიან, წყლის ზედაპირზე განლაგებულ მზის ბატარეებს ხმელეთზე დამონტაჟებელ ანალოგებთან  შედარებით, დიდი ენერგოეფექტი აქვთ.  კერძოდ, ენერგიის გამომუშავებას ზრდის წყლის გაგრილების ფუნქცია, უზრუნველყოფს პანელების გაგრილებას, ამასთანავე წყალი სითბოს შესანიშნავი გამტარია, რომელიც ამცირებს თერმულ დატვირთვას.

მცურავი ელექტროსადგურები აღჭურვილია 10 000-ზე მეტი მზის 255 ვატიანი მოდულებით. მშენებლებმა გაითვალისწინეს ისიც, რომ სადგურმა ცუდი ამინდისა, თუ სტიქიის პირობებშიც კი უწყვეტად იმუშაოს, იქნება ეს ქარბუქი, მიწისძვრა თუ  სხვა. მზის პანელები დამზადებულია მაღალი ხარისხის პოლიეთილენისგან. ხოლო წყალქვეშა კონსტრუქციების მიერ შექმნილი ჩრდილი საშუალებას იძლევა შემცირდეს არასასურველი წყალმცენარეების გავრცელება და ამავდროულად ხელს უწყობს წყლის რესურსების შენარჩუნებას.

ასეთი მასშტაბური პროექტის ჩაშვება ადგილობრივ საზოგადოებას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები და შემცირდება ელექტროენერგიის ღირებულება.

როგორც იაპონური მედია წერს, უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ ერთი, გაცილებით დიდი მცურავი ელექტროსადგურის აგება. ტბა იამაკულა დამის (Yamakura Dam) ზედაპირზე დაახლოებით 50 000 მზის მოდულის განლაგებაა შესაძლებელი, რომელიც წყალში, საათში 5 000  მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

კომენტარი