საქართველოსა და ირანს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება 

საქართველოსა და ირანს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება 

531
გაზიარება

მიმდინარე წლის 16 თებერვალს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ირანსა და საქართველოს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების უფლება  ორ ირანულ ავიაკომპანიას მიანიჭა. ავიაკომპანიები „ATA Airlines“ და „QESHM Air“  რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას თეირანი-თბილისის მიმართულებით, კვირაში 2-2 სიხშირით (სულ 4 სიხშირე კვირაში) განახორციელებენ.

„ATA Airlines“  საქართველოსა და ირანს შორის საჰაერო მიმოსვლას 2011 წლიდან ახორციელებს. ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირების განახლებას 26 თებერვლიდან გეგმავს.  რაც შეეხება მეორე ირანულ ავიაკომპანია „QESHM Air“-ს, იგი ქვეყნის ავიაბაზარზე ახალი მოთამაშეა და პირველი რეგულარული ფრენის შესრულებას 2016 წლის 15 მარტს გეგმავს. ფრენები თანამედროვე A320-ის ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოსა და ირანს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა მნიშნელოვნად შეუწყობს ხელს ორი ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, მგზავრთნაკადის ზრდას, ტურიზმის სფეროსა და ახალი ბიზნესურთიერთობების განვითარებას.

კომენტარი