„ჭკვიანი სახლის“ ამერიკული სისტემა საქართველოში

„ჭკვიანი სახლის“ ამერიკული სისტემა საქართველოში

14173
გაზიარება

პირველად საქართველოში კომპანია „ამერიკული სახლი“ მომხმარებელს „ჭკვიანი სახლის“ სისტემის დანერგვის შესაძლებლობას სთავაზობს, რომელიც სახლების ეფექტიან, მაღალეკონომიურ მენეჯმენტს უზრუნველყოფს. „ამერიკული სახლი“-ს ძირითადი საქმიანობა სამშენებლო სექტორს უკავშირდება. ის მომხმარებელს სთავაზობს მზა კონსტრუქციულ სახლებს, რომელიც გამოირჩევა ალტერნატიული თანამედროვე მშენებლობის მეთოდით და რომლის აშენებაც 2-3 თვეშია შესაძლებელი.
ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე ქართულ-ამერიკული კომპანია „ამერიკული სახლის“ საგამოფენო სივრცე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ, სახელმწიფო მინისტრის უფროს მრჩეველ ნინა მატიაშვილთან და ანალიზისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროს თემურ ტარტარაშვილთან ერთად დაათვალიერა. დიასპორულ ინვესტიციას, ქართული დიასპორული ორგანიზაცია “ქართველთა ამერიკული საზოგადოების“ ხელმძღვანელი და კომპანია „ამერიკული სახლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თემურ ცაგარეიშვილი ახორციელებს.
მისივე თქმით, საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე შენდება სუვენირების მაღაზია, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს ამერიკული ინვენტარი, საკუთარი სახლის ან მაღაზიის მოსაწყობად.
„ამერიკული სახლი“ მოიცავს 31 განსხვავებულ პროექტს, ერთ და ორ სართულიან სახლებს, ასევე, აქვთ ასაწყობი კონტეინერები, რომელიც მომხმარებელმა შესაძლებელია გამოიყენოს ოფისად, მაღაზიად და სხვა მცირე ბიზნესების საწარმოებლად.
კომპანია „ამერიკულ სახლს“ 50-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კვალიფიციური კონსულტანტები დამატებით მოემსახურებიან მომხმარებელს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, როგორიცაა გათბობა-გაგრილების, განათების, დაცვის და მზის სისტემების მონტაჟი.

კომენტარი