საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელები შენდება

საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელები შენდება

1098
გაზიარება

საქართველო მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებაზე გადადის. ქუთაისთან ახლოს შენდება საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული ნაგავსაყრელი, რომელიც ქვემო სვანეთს მოემსახურება. საერთაშორისო პროექტი ამ ეტაპზე იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში მიმდინარეობს. რეგიონულ ჭრილში ქვეყანაში სულ 8-10 თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელი იფუნქციონირებს.
52b87a990cf2c82d35d0d2c1როგორც “სითი კვირას” მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი შუხოშვილმა განუცხადა, მათი კომპანია იწყებს თანამედროვე სტანდარტების რეგიონული ნაგავსაყრელების შექმნას, რომელსაც შესაბამისი მუნიციპალიტეტები დაუკავშირდებიან. ამავე დროს, დაიხურება მუნიციპალიტეტებში არსებული ნაგავსაყრელები.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით უკვე შესაბამისი უცხოური კომპანიები არიან მუშაობენ დაიზაინზე. იგივე პროცესი მიმდინარეობს ქვემო ქართლშიც. მიმდინარეობს ორი რეგიონის, კახეთისა და სამეგრელო- ზემო სვანეთის ზეტექნიკურ-ეკონომიური შეფასებ, თუ სად უნდა აშენდეს ახალი ნაგავსაყრელი, რომელიც წლის ბოლოს უნდა გვქონდეს.
“გვრჩება სამი რეგიონი მცხეთა მთიანეთი, შიდა ქართლი და სამცხე ჯავახეთი. მიმდინარეობს მოლაპრაკება, თუ, რომელი კომპანია დააფინანსებს ამ პროექტებს,“ – განაცხადა შუხოშვილმა.
მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებასთან დაკავშირებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები და სამოქმედო გეგმა უკვე შემუშავებულია და მიმდინარეობს განხილვები. ნარჩენების მართვის ახალი კოდექსი ყველა ძველი ნაგავსაყრელის 4-დან 8 წლამდე დახურვას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე უკვე 13 ნაგავსაყრელი დაიხურა. პროცესი გაწერილია 2023 წლამდე, თუმცა, შუხოშვილი მის 2020-2021 წლისთვის დასრულებას ვარაუდობს.
პროექტის პარტნიორია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი გერმანიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისსა და განვითარების ბანკი (EBRD).

კომენტარი