დავით ნარმანია: ბარათაშვილის ხიდზე საგზაო მოძრაობა 15 მარტიდან აღდგება

დავით ნარმანია: ბარათაშვილის ხიდზე საგზაო მოძრაობა 15 მარტიდან აღდგება

567
გაზიარება

ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, კერძოდ, 30 აპრილის ნაცვლად 15 მარტს დასრულდება და ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.

ბარათაშვილის ხიდსა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობასა და ხარისხს დღეს, თბილისის მერი დავით ნარმანია ადგილზე გაეცნო და კონტრაქტორ კომპანიებს სამუშაოების დროულად დასრულებისთვის კონკრეტული დავალებები მისცა.

„ვაწარმოებთ ყველა პროექტის მონიტორინგს, რათა შევამოწმოთ პროექტების მიმდინარეობის ვადიანობა და, ასევე შევამოწმოთ ხარისხი. 2016 წელი ძალიან აქტიური სამუშაოების წელი იქნება, “- განაცხადა ნარმანიამ. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ფაზაშია შესული, დასრულდა საკომუნიკაციო ქსელის გადატანა, ხიდის ქვეშ მდებარე საფეხმავლო ბილიკზე სრულდება მოაჯირების მონტაჟი. მიმდინარეობს ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი და ბორდიურზე ახალი ფილების დაგება.

ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის მიუჯეტიდან 1,970,000 ლარი დაიხარჯება, სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია “ენ სი სი” აწარმოებს.

კომენტარი