გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის მშენებლობა ზაფხულამდე დასრულდება

გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის მშენებლობა ზაფხულამდე დასრულდება

544
გაზიარება

იმერეთის რეგიონში, შუამთა-ჭყვიშის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულამდე დასულდება და ქართველი პოეტების, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმებთან მისასვლელი გზა გაიხსნება.
სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე – შუამთასა და ჭყვიშზე გადის. ეს გზა ტურისტულად მნიშვნელოვან საგზაო მონაკვეთს წარმოადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი ადგილზე გაეცნო.
მისი ინფორმაციით, საავტომობილი გზის 4.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ითვალისწინებს ასფალტ-ბეტონის საფარის მთლიანად განახლებას, ხელოვნური ნაგებობების, ბეტონის პარაპეტების, საგზაო ნიშნების, გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობას. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 468 ათასი ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარი