დუმბაძის გამზირის მოწყობის მეორე ეტაპი დაიწყო

დუმბაძის გამზირის მოწყობის მეორე ეტაპი დაიწყო

501
გაზიარება

თბილისის გლადინის რაიონში, დუმბაძის გამზირის მოწყობის მეორე ეტაპი დაიწყო, რაც 3550კვ. მეტრის ფართობზე 3 სმ-ის სისქის გზის საფარის დაგებას ითვალისწინებს. 2600 გრძივ მეტრზე კი ახალი ბაზალტის ბორდიურები მოეწყობა. როგორც „სითი კვირას“ გლდანის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, რაიონის მთავარი გამზირის შეკეთების პარალელურად მიმდინარეობს 6 სპორტული მოედნის აღდგენითი სამუშაოები. სპორტული მოედნების აღდგენითი სამუშაოები დასრულდა გლდანის მე-6 მ/რ-ის, კორპ.#1 და ავჭალაში ენერგეტიკის #7-ში. ძველი რკინის ბადეები და ამორტიზებული საფარი ახლით შეიცვალა, მოეწყო კომბინირებული ხელოვნური საფარი. მოედნებზე დამონტაჟდა კალათბურთის სტანდარტული ფარი და ფეხბურთის კარი.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის რაიონში სამი შიდა კვარტალური ეზოს მოწყობის სამუშაოები და ერთი ქუჩის ორმოულის შეკეთება მიმდინარეიბს. კაპიტალურად მოეწყობა მაისურაძის ქუჩა, სადაც 5 070 კვ.მეტრ ფართობზე ასფალტის საფარს დააგებენ.

კომენტარი