მართვის მოწმობის ტესტის გავლა მოქალაქეებს მალე ქალაქში მოუწევთ

მართვის მოწმობის ტესტის გავლა მოქალაქეებს მალე ქალაქში მოუწევთ

543
გაზიარება

ავტომობილის მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო გამოცდის გავლა მოქალაქეებს, მალე შესაძლოა ქალაქში, რეალურ მოძრაობაში მოუწიოთ. ეს რაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერთ-ერთი ვალდებულებაა.
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის დავალებით, სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამაზე მუშობა უკვე დაიწყო. როგორც მინისტრი განმარტავს, პროგრამის მიზანია ამაღლდეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის, უკეთ იყოს დაცული მოქალაქეების სიცოცხლე და მაქსიმალურად აირიდოს ავტოსაგზაო შემთხვევები.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანასთან დაკავშირებით მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს და რამდენიმდე ვარიანტი განიხილება.
პროგრამა, რამდენიმე კომპონენტისგან შედგება მათ შორის არის: ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზების წინააღმდეგ (არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა) ადმინისტრირების გაუმჯობესება; სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე კონტროლის გაუმჯობესება; ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების წახალისება; სიჩქარის მობილური დეტექტორების გამოყენება, ე.წ. „უკონტაქტო პატრულირება“; გზებზე და ქალაქებში არსებული „შავი წერტილების“ განეიტრალება; ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრება. 2016 წლის მარტიდან ასევე დაწესდება შეზღუდვა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტზე და მოძრაობის წესების დარღვევებზე ქულების სისტემა ამოქმედდება.

კომენტარი