გლდანში სოციალურად დაუცველებს საყოფაცხოვრებო პირობების უქონლობა აწუხებთ

გლდანში სოციალურად დაუცველებს საყოფაცხოვრებო პირობების უქონლობა აწუხებთ

472
გაზიარება

 გლდანში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები აწუხებთ, კერძოდ, ელექრტო ენერგიის, ბუნებრივი აირის, საცხოვრებელი ფართებისა და ზოგადად საყოფაცხოვრებო პირობების უქონლობა. დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე შეხვდა და კანონის ფარგლებში სრულ მხარდაჭერასა და თანადგომას დაჰპირდა. როგორც „სითი კვირას“ გლდანის გამგეობაში განუცხადეს, გასულ წელს საზოგადოებრივი საბჭოების ფორმირების, მართვის და ანალიზის ჯგუფმა აქტიურად დაიწყო შეხვედრები სხვადასხვა კონკრეტული ჯგუფების ბენეფიციარებთან. აღნიშნული შეხვედრაც საზოგადოებრივი საბჭოს მუშაობის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე ნანა ციმაკურიძესთან ერთად, საზოგადოებრივი საბჭოების ფორმირების, მართვისა და ანალიზის ჯგუფის ხელმძღვანელი ეკა ნიკოლეიშვილი ესწრებოდა. შეხვედრაზე აირჩიეს წარმომადგენლები, რომლებსაც მომავალში აქტიური და საქმიანი შეხება ექნება გამგეობაში არსებულ საზოგადოებრივ საბჭოებთან, რომელიც ყოველკვირეულ რეჟიმში შეხვედრებს ჩაატარებს სხვადასხვა კონკრეტულ ბენეფიციარებთან და მათ წარმომადგენლებთან.

კომენტარი