ეროვნული ბიბლიოთეკის მოდერნიზებული სამკითხველო დარბაზები (ფოტოკოლაჟი)

ეროვნული ბიბლიოთეკის მოდერნიზებული სამკითხველო დარბაზები (ფოტოკოლაჟი)

1169
გაზიარება

კითხვის მოყვარულ საზოგადოებას მალე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეხუთე კორპუსში განახლებული და თანამედროვე დიზაინით გაფორმებული სამკითხველო დარბაზები დახვდება. იქნება ეკო-დარბაზი, პლაკატის მუზეუმი, ანიმაციისა და ფოტოგრაფიის კაბინეტები, მუსიკალური ფონდი. მალე გაკეთდება ბარბარე ჯორჯაძის კაბინეტი. რაც მთავარია, კორპუსი მთლიანად ინტეგრირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. დასრულდა შენობის გამაგრებითი სამუშაოებიც. ასევე გაკეთდება 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ბაღი.
როგორც „სითი კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ განუმარტა, ბიბლიოთეკის მეხუთე კორპუსში გამაგრებითი სამუშაოები ერთი წლის წინ დაიწყო. მანამდე, ბიბლიოთეკის მეხუთე კორპუსში მკითხველები აქტიურად არ დადიოდნენ, ზოგმა არც იცოდა, რომ შენობა ეროვნულ ბიბლიოთეკას ეკუთვნოდა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეხუთე კორპუსი თბილისში სულხან ცინცაძის #63, ყოფილი წიგნის პალატის შენობაში მდებარეობს.

11062092_10207012850257041_1022843045995267577_n

11178356_10207012848176989_8535957272769735274_n

11204910_10207012849937033_575354092786113993_n

11217682_10207012847696977_8746278480961128563_n

11403396_10207012848256991_8783124795228251163_n

11667472_10207012847656976_349152043736416921_n

12068774_10207803482182345_7114686265259258863_o

კომენტარი