თბილისის მეტროპოლიტენის 7 სადგური განახლდება

თბილისის მეტროპოლიტენის 7 სადგური განახლდება

794
გაზიარება

მეტროთი მგზავრობისას უსაფრთხოების ხარისხის გაზრდისა და შესაბამისად სადგურებისა და მოძრავი შემადგენლობის ინტერიერისა და ექსტერიერის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის შვიდ მეტროსადგურში სარემონტო სამუშაოები ჩატარდება. ესენია: „ახმეტელი“, „ვარკეთილი“, „სადგურის მოედანი-1“, „მარჯანიშვილი“, „რუსთველი“, „თავისუფლების მოედანი“, ავლაბარი.“

როგორც „სითი კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შვიდივე სადგური ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობაა და მათ ძველ იერსახეს შეუნარჩუნებენ.

პირველ ეტაპზე, იგეგმება 12 ერთეული ვაგონის (სამი შემადგენლობა) მოდერნიზაცია, რასთან დაკავშირებითაც ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. 2015 წელს კაპიტალურად შეკეთდა 5 ესკალატორი, 2016 წელს ერთი ესკალატორი, ამჟამად მიმდინარეობს ერთი ესკალატორის კაპიტალური შეკეთება და 2016 წლის ბოლომდე კაპიტალურად კიდევ სამ ესკალატორს შეაკეთებენ.

მათივე ინფორმაციით, 2017 წლისთვის იგეგმება მეტროსადგურ „სადგურის მოედანი-1-ის“ კაპიტალური შეკეთება. 2015 წელს მის ორ ქვესადგურს ჩუტარდა მოდერნიზაცია, ამჟამად მიმდინარეობს სამი მაღალი ძაბვის შემომყვანის გამოცვლა, 2017 წელს იგეგმება 2 მაღალი ძაბვის შემომყვანის გამოცვლა და ორი ქვესადგურის მოდერნიზაცია.

„მუდმივად მიმდინარეობს კავშირგაბმულობის, ვიდეო სათვალთავალო და კომპიუტერული ქსელების განახლება-მოდერნიზაცია. 2017 წლიდან არსებული სახანძრო დაცვითი სისტემების ეტაპობრივი მოდერნიზაცია იგეგმება. აღნიშნული პროექტები, პირველ რიგში, ემსახურება უსაფრთხოების გაზრდას და შესაბამისად სადგურებისა და მოძრავი შემადგენლობის ინტერიერისა და ექსტერიერის გაუმჯობესებას“,- განუცხადეს „სითი კვირას“ კომპანიაში.

კომენტარი