უცხოური გამოცემა ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის დატბორვის საფრთხეზე წერს

უცხოური გამოცემა ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის დატბორვის საფრთხეზე წერს

917
გაზიარება

გლობალურმა დათბობამ და ზღვის დონის აწევამ შეიძლება ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის სიახლოვეს აშშ-ს სანაპიროს დატბორვის შანსები გაზარდოს.
მეცნიერების კვლევების მიხედვით, სერიოზული წყალდიდობები აქ უკვე ყოველ 25 წელიწადში, და არა ყოველ 500 წელიწადშია მოსალოდნელი. ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
პროფესორმა ბენჯამინ ჰორტონმა და მისმა კოლეგებმა ეს დასკვნა გამოიტანეს ნიუ-იორკის მიდამოებში ზღვაზე და ატლანტის ოკეანეში ქარიშხლებზე დაკვირვების შესწავლის შედეგად.
მეცნიერების თქმით, მათ ზღვის დონის ცვლილების ისტორია აღადგინეს ნიუ-ჯერსის სამხრეთ ნაწილში ჩატარებული გათხრების შედეგად. იქ ზღვის წყალმცენარეები იყო აღმოჩენილი, რომელიც ნაპირზე მიქცევა-მოქცევების დროს ხვდება.

კომენტარი