ქართული ტრამვაის ისტორია – გზა კონკადან უკანასკნელ მარშრუტამდე

ქართული ტრამვაის ისტორია – გზა კონკადან უკანასკნელ მარშრუტამდე

2291
გაზიარება

უსაფრთხო, იაფი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი – ტრამვაი დიდი ხანია თბილისის წარსულად იქცა, თუმცა, ტრანსპორტის ეს სახეობა მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში დღესაც პოპულარულია. მაგალითად, ჰელსინკში ტრამვაის ცნობილი მუზეუმიც არსებობს, რადგან იგი ამ ევროპული ქალაქის ქუჩების ერთ-ერთ კოლორიტად მიიჩნეოდა. მოგვიანებით კი რეგულარულ ტრანსპორტად იქცა.
1904-erevanskis-moedaniტრამვაი მსოფლიოში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ტრანსპორტად მიიჩნევა, მისი დიზაინისა თუ ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე კი სპეციალისტები მუშაობენ.
საფრანგეთში, პარიზსა და მარსელში ტრამვაის ქალაქის ტრანსპორტს ეძახიან, ის იქ საკმაოდ სწრაფად დადის და საერთოდ არ ჰგავს ქართულ ტრამვაის. თბილისში ტრამვაი წლების წინ გაქრა, იგი ყველაზე დაბალი ფენებისთვის განკუთვნილ და მოსაწყენ ტრანსპორტად იქცა, თუმცა თავისი კოლორიტულობა ქართულ ტრამვაისაც ჰქონდა.
ელექტროტრამვაის პირველი ხაზი თბილისში 1904 წლის 25 დეკემბერს ამოქმედდა. მაშინ 1937.tramvai.org_-e1419115866885-750x410ვიწროლიანდაგიანი ტრამვაის სისტემა, თავისი ვაგონებით ბელგიურმა კომპანიამ ააშენა. თბილისში ელექტროტრამვაის შემოყვანას წინ უძღოდა ცხენების წევაზე მომუშავე სარკინიგზო ტრანსპორტი ე.წ. „კონკა“, რომელიც თბილისში 1883 წელს გამოჩნდა და 1910 წლამდე იარსება. 1917-1921 წლებში თბილისში მოძრავი ტრამვაის ვაგონები ამაყად ატარებდნენ ბორტზე პირველი ქართული რესპუბლიკის გერბს. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ქართული ტრამვაის სისტემა საბჭოთა სტანდარტებზე გადაიყვანეს და მისი სარკინიგზო ხაზებიც გაფართოვდა და ტრამვაის ახალი ხაზები სარკინიგზო ლიანდაგზე გადაეწყო.
29b251b8055cუკანასკნელმა ვიწროლიანდაგიანმა, ტრამვაის ხაზებმა თბილისში 1942 წლამდე იარსება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, დედაქალაქის სატრანსპორტო სივრცეში ტრამვაის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა. გარკვეულწილად ეს ქვეყნაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობითან იყო განპირობებული. ვერ ხერხდებოდა გაცვეთილი რელსებისა და ვაგონების განახლება და შეკეთება.
2000-იან წლებში ტრამვაის მოძველებული სისტემა უკვე ძალიან შორს იდგა არა მხოლოდ თანამედროვე, არამედ საბჭოთა სტანდარტებისგანაც და მისი ადგილი ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში ავტობუსებმა და სამრშრუტო ტაქსებმა დაიკავეს. ამორტიზირებული 1943-TTUშემადგენლობისა და რელსების რემონტის ხარჯები თბილისის ბიუჯეტს მზარდ ტვირთად აწვებოდა, რამაც საბოლოო ჯამში კანონზომიერი გახადა სისტემის თანდათანობითი შეკვეცა და საბოლოო გაუქმება.
თბილისის პირველი ტრამვაის სისტემის 102 წლიანი ისტორია 2006 წლის 4 დეკემბერს დასრულდა ავჭალის დეპოს უკანასკნელი №12 მარშრუტის გაუქმებით. თბილისსი ამ სისტემის არსებობის ერთადერთ არტეფაქტად რჩება N100 ვაგონი – კონკა, რომელიც ამჟამად ინახება ავჭალის სამეურნეო დეპოს ტერიტორიაზე.

კომენტარი