როგორი იყო აღმაშენებლის გამზირი XIX სსაუკუნის 40-იან წლებში – უნიკალური არქივი

როგორი იყო აღმაშენებლის გამზირი XIX სსაუკუნის 40-იან წლებში – უნიკალური არქივი

9101
გაზიარება

აღმაშენებლის პროსპექტი ქალაქის მარცხენა ნაპირის მთავარი ღერძია, რომელიც ძველი საგზაო არტერიის ადგილზე განვითარდა და XIX სსაუკუნის 40-იანი წლებიდან დიდ, კეთილმოწყობილ ქუჩად იქცა. XVIII საუკუნეში ეს მიდამოები კუკიის ტყით იყო დაფარული ხოლო ამავე საუკუნის ბოლოს დიწყო მისი საცხოვრებლად ათვისება და სოფლური ტიპის დასახლებად ჩამოყალიბება. 1817 წლიდან კუკიის ჩრდილოეთ გერმანელი კოლონისტები დასახლდნენ, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს „ახალი კუკიის“ ფორმირებაში და საფუძველი ჩაუყარეს უბნის  ქალაქმშენებლობით სტრუქტურას.
ქუჩა აქტიურად განვითარდა 1818 წლიდან, როდესაც კუკიის ტერიტორიაზე ვიურტემბერგელი გერმანელები დაასახლეს – აქ გაშენებულ იქნა 12768160_1241760575852733_558177665301309732_oბაღები, რომელთაგან ნაწილი საზაფხულო პარკებისა თუ საცხოვრებელი სახლების ეზოების სახით, დღემდეა შემორჩენილი. ამავე პერიოდში იქნა აგებული გერმანული ეკლესია – კირხე, დღევანდელი მარჯანიშვილის მოედანზე, რომელიც მოგვიანებით, II მსოფლიო ომის შემდეგ, მოედნის რეკონსტრუქციის დროს დაანგრიეს.
თავადი ვორონცოვის მმართველობის პერიოდიდან (1844-1854), ქალაქისპირა სოფელი კუკია და კოლონია თბილისის განუყოფელ ნაწილად იქცა. აქედან დაიწყო მიხეილის ქუჩის (შემდგომში მიხეილის პროსპექტი) და ამ რაიონის ინტესნიური განაშენიანება.12745548_1241760639186060_7783257360657744638_n-1 მიხეილის ქუჩის ორივე მხარეს ალვის ხეები დაირგო და მოეწყო ტროტუარები. ქუჩამ ქალაქური მაგისტრალის სახე მიიღო.
1848-1853 წლებში მტკვარზე მიხეილის დიდი და პატარა ხიდები აიგო მრავალმალიანი კაპიტალური ხიდების მშენებლობა იტალიელი წარმოშობის არქიტექტორის სკუდიერის პროექტით განხორციელდა (მისი გარდაცვალების შემდეგ 1851 წელს პროექტზე მუშაობა ინჟინერმა ს.ბლიკსმა გააგრძელა). ხიდის საშუალებით ახლად ჩამოყალიბებული უბნები – კუკია, გერმანელების დასახლება და ჩუღურეთი მოკლე გზით დაუკავშირა ქალაქს.
უბნის განვითარების ეტაპები კარგად ჩანს XIX საუკუნისა და XX ს12743861_1241760655852725_8616151898426293414_nაუკუნის დასაწყისის თბილისის რუკებზე – 1844 წლის რუკაზე კუკიის უბანი ჩამოყალიბების პროცესშია – განაშენიანება უსისტემოდაა გაბნეული.
1867 წლის რუკაზე ის უკვე მკაფიოდ ორგანიზებულ ნაკვეთებად არის დასაზღვრული, ქუჩათა ქსელიც ფორმირებულია და ყველა მათგანს აქვს დასახელება (ალექსის დღევანდელი ზ. ქურდიანის ქუჩა, სემიონოვის – დღევანდელი რომის, რომელსაც 1926 წლიდან ვარციხის ქუჩა ერქვა და სხვა).
პროსპექტის დღევანდელი სახე ძირითადად XIX საუკუნის 80-იან წლებში და მის შემდგომ ჩამოყალიბდა. ეს არის მრავალფეროვანი ხუროთმოძღვრება, რომლის საერთო ხასიათის შექმნაშიც დიდი წვლილი მიუძღვით იმ დროის გამოჩენილ არქიტექტორებს: ლ. ბილფელდს, პ. შტერნს, ალ. ზალცმანს, ალ. ოზეროვს, ალ. შიმკევიჩს და სხვა, მრავლად არის აგრეთვე, თბილისური ხის აივნიანი საცხოვრებელი სახლებიც.993548_1241760552519402_7513347786505835343_n
1902 წლის რუკაზე არსებული ქუჩების ქსელი არსებითი ცვლილებების გარეშე შეესაბამება დღევანდელს.
ამჟამად, აღნიშნული ტერიტორია ქალაქის ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო დაცვის ზონაშია მოქცეული, სადაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოქმედების განსაზღვრული რეჟიმია დადგენილი.

წყარო: თბილისის განვითარების ფონდი

12747376_1241760712519386_2123303763298806618_o

12747499_1241760645852726_2074441955452706864_o

12768160_1241760575852733_558177665301309732_o

12779076_1241760772519380_286555497273240625_o

12742434_1241760679186056_8315920603271091698_n

12718228_1241760525852738_7986823009542942251_n

10626566_1241760735852717_7507878838981947257_n

კომენტარი