“საქართველოს რკინიგზა”: დღეს რამდენიმე რეისი არ შესრულდება

“საქართველოს რკინიგზა”: დღეს რამდენიმე რეისი არ შესრულდება

717
გაზიარება

საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, რამდენიმე რეისი არ შესრულდება.
როგორც “კვირას“ საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს, საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით (სუფსა-ურეკის გადასარბენზე არსებულ ლითონის ხიდზე მალის ნაშენის შეცვლის სამონტაჟო სამუშაოები), 2016 წლის 25 თებერვლის 06:00 საათიდან 26 თებერვლის 05:59 საათამდე მსვლელობიდან იხსნება ჩქარი ელექტრომატარებელები თბილისი-ბათუმი-თბილისი №852/851 და №858/857, აგრეთვე საგარეუბნო მატარებელი ბათუმი-ქუთაისი-ბათუმი №683/684.
“დღეს თბილისის, ქუთაისი I-სა და ოზურგეთის მიმართულებაზე მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთის №12/11 და №18 დღის სამგზავრო მატარებლები. ასევე, ოზურგეთიდან მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ღამის მატარებლები №654/653. აღნიშნულ მიმართულებებზე სამგზავრო ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია. მატარებელთა მიმოსვლა სრულად აღდგება 26 თებერვალს. სს “საქართველოს რკინიგზა” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“,-აცხადებენ “საქართველოს რკინიგზაში“.

კომენტარი