გუდამაყრის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

გუდამაყრის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

488
გაზიარება

პროექტ „ ჩემი ნაძალადევის“ ფარგლებში, გუდამაყრის ქუჩას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 12 000 კვ. მ. ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ბორდიურები და ტროტუარები, გაკეთდება სანიაღვრე სისტემა. გამოცვლიან მიწისქვეშა კომუნიკაციის პრობლემურ მონაკვეთებს.
რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია დღეს, გუდამაყრის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და გამგეობის სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. მოისმინა ადგილობრივების პრობლემები.

კომენტარი