მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია შესაძლოა 1 ივნისიდან აიკრძალოს

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია შესაძლოა 1 ივნისიდან აიკრძალოს

688
გაზიარება

მთავრობა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის შემოღებას სავარაუდოდ 1 ივნისს გეგმავს.

“მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის ვადად, შესაძლოა, პირველი ივნისი განისაზღვროს,”- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ,  ვახტანგ ხმალაძემ  განუცხადა.

ხმალაძის განმარტებით,  ეს ვადა სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ამ ბიზნესით დაკავებულმა პირებმა ავტომობილების ჩამოყვანისა და რეგისტრაციის პროცედურა ბოლომდე მიიყვანონ. ამ ბიზნესით დაკავებულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ თუ უფრო გვიან მოინდომებენ, შეიძლება, მათ ავტომობილების დარეგისტრირება უკვე ვეღარ მოასწრონ.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის გარდა, სხვა ცვლილებებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, მართვის მოწმობებისათვის 100-ქულიანი სისტემის მინიჭებას, უკონტაქტო პატრულირებას და ავტომობილების განბაჟების ახალ წესს.

კომენტარი