საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას უცხოელებმა უნიკალური წიგნები გადასცეს

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას უცხოელებმა უნიკალური წიგნები გადასცეს

675
გაზიარება

საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას წარმოშობით კორეელმა ხელოვანმა და ყვავილების ცნობილმა დეკორატორმა, კლერ ვონ კანგმა აშშ-დან საჩუქრად გამოუგზავნა ახალი ალბომი საკუთარი ავტორობით. წიგნის სახელწოდებაა  – „ყვავილების კოლაჟის ხელოვნება“ (ავტორი კლერ ვონ იანგი, 2015).

 როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკაში აცხადებენ, ეს ძვირფასი ალბომი მკითხველს ყვავილების ხელოვნების სხვადასხვა საიდუმლოს გააცნობს.

ბრიტანელმა მკითხველებმა, პროფესორმა ემა ლუსლიმ და არქეოლოგმა პეტერ ლიმინგმა კი  ეროვნულ ბიბლიოთეკას ახალი ინგლისურენოვანი წიგნები უსაჩუქრეს, მათ შორის:

  1. ლონდონი, პეტერ ეკროიდის ბიოგრაფია, 2001.
  2. „მთის ჩრდილი“. ავტორი – გრეგორი დევიდ რობერტსი, 2015
  3. „მუხუცი დემონები“. ავტორი კინგსლი ამისი, 2004.
  4. სისხლი და მზეთუნახავი, ბორჯია, სარა დუნანტის ნოველა,  2014.
  5. „იქნებ“? სერიოზული მეცნიერული პასუხები რენდალ მუნროს აბსურდულ კითხვებზე. გამომცემელი – ჰიუტონ მიფლინ ჰარკურტი, 2014.
  6. „ვიდრე შენ შეგხვდი“. ავტორი – ლიზა ჯეუელი, „ისრის წიგნი“. რენდომის სახლი, 2012.

ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, მსურველებს აღნიშნული ლიტერატურის გაცნობა მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში შეუძლიათ.

კომენტარი