აღმაშენებლის გამზირზე სადარბაზოების ჩუქურთმებსაც ჩაუტარდება რესტავრაცია

აღმაშენებლის გამზირზე სადარბაზოების ჩუქურთმებსაც ჩაუტარდება რესტავრაცია

663
გაზიარება

აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რამდენიმე სახლის გარდა, ყველა შენობას შეეხება. რესტავრაცია ჩაუტარდება ძველი სადარბაზოების მხატვრობასა და ჩუქურთმებსაც. როგორც მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით არქიტექტორმა გია აბულაძემ “რადიო თავისუფლებას” განუცხადა, ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს აღმაშენებლის N36-ში, სადაც შემორჩენილია ფლორენციული მხატვრობის ნიმუშები. სახლი გამოირჩევა თავისი არქიტექტურით. იგი 1903 წელს ცნობილმა მეცენატმა, მეწარმემ და პირველი გილდიის ვაჭარმა ერასტი ჭავჭანიძემ ააშენა. არქიტექტორის განცხადებით, რეკონსტრუქციის შემდეგ მაზნიაშვილის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთიდან საარბრიუკენის მოედნამდე მოეწყობა ქვეითად მოსიარულეთა ქუჩა, სადაც გაიხსნება კაფეები, მაღაზიები და სხვა დაწესებულებები.

კომენტარი