ე.წ. ხრუშოვკების  ჩანაცვლების პროცესი გაზაფხულზე დაიწყება

ე.წ. ხრუშოვკების  ჩანაცვლების პროცესი გაზაფხულზე დაიწყება

8580
გაზიარება

თბილისში, ე.წ ხრუშოვკების ახალი ბინებით ჩანაცვლების პროექტი  უკვე მზად არის და ეს პროცესი სავარაუდოდ გაზაფხულზე, სამგორის რაიონიდან დაიწყება.

როგორც  ამავე რაიონის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა საზოგადოებრივი რადიოს ეთერში განაცხადა,  წლების განმავლობაში უკონტროლოდ  გაცემული  სამშენებლო  ნებართვების გამო, ქალაქის ცენტრალურ უბნებში მთლიანად დაირღვა ინფრასტუქტურა და მათი განვითარება თითქმის შეუძლებელია.
12115702_921062894631205_5345217578303222935_nჩოქურის თქმით,  მისი რაიონის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა  ე.წ ხრუშოვკის ტიპის ბინები, რომელთა ექსპლუატაციის ვადა დიდი ხანია გასულია, თუმცა საკითხის მოგვარება ფინანსებს უკავშირდება.
„ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება ქალაქის ბიუჯეტს დღეს, ნამდვილად არ შეუძლია, ამიტომ ინვესტორების დახმარებით უნდა გაგრძელდეს ეს საქმე. ამ მიმართულებით დაწყებულია სერიოზული მუშაობა. გუშინ, მერის მოადგილესთან ერთად შევხვდით  ინვესტორებს და ერთად გავიარეთ ეს საკითხი. პროექტი პრაქტიკულად მზად  არის და  ვიმედოვნებ, გაზაფხულზე დაიწყება ხრუშოვკების ახალი ბინებით ჩანაცვლების პროცესი,“-  განაცხადა ჩოქურმა.
მისივე ინფორმაციით, გამგეობა ამ ეტაპზე ავარიული სახლებიდან იძულებით გამოსახლებულ 200 ოჯახს უხდის ბინის ქირას. თითოულ მრავალსართულიან სახლში   36 ოჯახი ცხოვრობს და 6 ასეთი სახლი უკვე დაცლილია.  გამოსახლებული  მაცხოვრებლებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან გადახდილმა ბინის ქირამ უკვე 900 ათასს ლარს მიაღწია.
გამგებლის თქმით, არის კიდევ რამდენიმე  ავარიული კორპუსი,  სადაც მოსახლეობის ევაკუაცია სასწრაფოდ დასაწყებია. „მაგრამ სახლის მაცხოვრებლებს აშინებთ ის, რომ კიდევ 10 და 15 წელი უნდა ელოდონ ახალი სახლის აშენებას და ამიტომ სიცოხლის რისკის ფასად ცხოვრობენ იქ,” – აცხადებს მამუკა ჩოქური.
მისი თქმით, წლების წინ, ამ საკითხით დაინტერესებული უცხოელი ინვესტორები ისე გააბრუნეს  აქედან, რომ დღეს ძალიან დიდი შრომა სჭირდებათ მათ უკან  მოსაბრუნებლად.  ამიტომ, ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე  მაქსიმალურ  ხელშეწყობაზე  მიდიან,  რათა ინვესტორი დაინტერესდეს თავისი კაპიტალის თბილისში  დაბანდებით.

კომენტარი