მთარგმნელთა საქალაქო კონკურსი მოსწავლეებისთვის

მთარგმნელთა საქალაქო კონკურსი მოსწავლეებისთვის

656
გაზიარება

თბილისის მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის უცხო ენების კაბინეტმა, პედაგოგ ნანა ბუდაღაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთარგმნელთა საქალაქო კონკურსი ჩაატარა ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებში. კონკურსში მონაწილეობდნენ თბილისის საჯარო და კერძო სკოლების IX- XII კლასის მოსწავლეები.
კონკურსი ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც „სითი კვირას“ სასახლეში განუმარტეს, კონკურსის მიზანია მოსწავლეებმა გამოავლინონ მხატვრული თარგმანის უნარ-ჩვევები და შემოქმედებითი აზროვნება განუვითარდეთ. კონკურსის შედეგად არა მხოლოდ ის გამოვლინდება, თუ როგორ ართმევენ მოსწავლეები თავს მხატვრულ თარგმანს. არამედ, რა დონეზე ფლობენ მშობლიურსა და უცხო ენას. მთარგმნელთა საქალაქო კონკურსს სასახლე ტრადიციულად მართავს ხოლმე. წელს ის 49 -ედ ჩატარდა. გამარჯვებული თარგმანის ავტორებს მოსწავლე – ახალგაზრდობს ეროვნული სასახლის სიგელითა და მადლობის ფურცლით დააჯილდოვებენ.

კომენტარი