ერთი კაცის აქცია – რისი შეცვლა შეუძლია მხატვარს 45 დღეში

ერთი კაცის აქცია – რისი შეცვლა შეუძლია მხატვარს 45 დღეში

1247
გაზიარება

“გარშემო ბევრი ნეგატივია,  ხალხი  გაუთავებელი საინფორმაციო გამოშვებებით – ცუდი ამბებით: პოლიტიკით, მკვლელობებით საზრდოობს. ირგვლივ  ძალიან ბევრი ნაცრისფერია… ასე არ შეიძლება, ეს არასწორია!  დღეს ადამიანებს აკლიათ პოზიტივი და სიყვარული. მე მინდა ეს მათ მივცე…”, – ეს სიტყვები  მხატვარ გიორგი პაპკიაურს ეკუთვნის. მას აქვს სურვილი, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს და მიაჩნია, რომ ამის კეთება ერთ ადამიანსაც შეუძლია, წვლილის შეტანა მაინც…  ამისთვის საინტერესო აქცია მოიფიქრა, ჯერ ერთკაციანი – მალე უამრავ  თანამოაზრეს შემოიკრებს.
მხატვარმა პროექტს  – GIO-ART selfie უწოდა.  მისი შინაარსი მარტივი და პოზიტიურია:  უპირველესად აქციაში ჩართვის 12769609_1701701603441641_1670258318_nმსურველებმა მას მეილზე (george.papkiauri27@gmail.com) უნდა მიწერონ და  პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოხატონ. შემდეგ პაპკიაური მათ სახელოსნოში დაპატიჟებს, სტუმრებმა კი მხატვრის ნამუშევრებთან პოზიტიური და ემოციური ფოტო უნდა გადაიღონ, რომელსაც მასპინძელი სოციალურ ქსელში, თავის პირად გვერდზე ატვირთავს.
აქცია 45 დღე გაგრძელდება და ძალიან ხალისიანი, ფერადი გამოფენით დასრულდება. მხატვრის მიერ შერჩეული საუკეთესო ფოტოს ავტორი კი, ექსკლუზიურად მისთვის შექმნილი ნახატით დასაჩუქრდება.
“სითი კვირა” პროექტის ავტორს ესაუბრა, რომელმაც აქციის შესახებ უფრო დეტალურად ისაუბრა:

– გიორგი, რატომ აკეთებთ ამას? მხოლოდ იმიტომ, რომ გაახალისოთ ადამიანები, თუ თქვენი ნამუშევრები გააცნოთ?

– ჩემს ნამუშევრებს და პირადად მეც უკვე კარგად მიცნობენ. ჩემი პროექტი უბრალოდ პატარა მესიჯია, რომლითაც მინდა, ადამიანებს შევახსენო, რომ ცხოვრება ფერადი, სავსე და პოზიტიურია და საკმარისია სულ გლოვა და გოდება – გაუთავებელი წუწუნით, უარყოფითი ენერგიის გაცემით ადამიანები ნეგატიურ ენერგიას იზიდავენ. მინდა, გააცნობიერონ ეს და მეტი სიყვარული ჰქონდეთ, გასცენ და მიიღონ ის…
ჩემი პროექტით სულ ცოტა რამდენიმე ათეულ ადამიანს გავახალისებ – მათ დადებით ემოციას გადავცემ.
ქართველები მსგავს პროექტებს მიჩვეულები არ ვართ, ეს აქ მაინც სიახლეა და რათქმა უნდა, ჩემთვისაც, როგორც მხატვარისთვის სტიმული იქნება – ჩვენი ქვეყანა სავსეა ნიჭიერი ადამინებით, ხელოვანებით, რომელთაც დღეს ყურადღებას არ აქცევენ…არადა, ჩვენს პროფესიაში ეს დამოკიდებულება მომაკვდინებელია.  მიხარია, რომ ამ აქციით შევძლებ ერთი პატარა, კეთილი საქმე გავაკეთო.

– გამოფენის ფორმატი როგორი იქნება?

– აქ გამოვფენ ჩემს ახალი ნახატებს. მე დავასახელებ რჩეულ ფოტოს და გამარჯვებულს დავასაჩუქრებ სპეციალურად მისთვის შექმნილი ნამუშევრით. გამოფენაზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება. ის დატვირთული იქნება შოუს ელემენტებით, მუსიკალური გაფორმებით და პერფორმანსით.

– მსგავსი აქცია ადრეც თუ ჩაგიტარებიათ?

– დიახ, მაგალითად, 11 სექტემბერს, გეგეშიძის ბაღში გავმართე გამოფენა, სახელწოდებით – “არა ტერორიზმს!”,  მქონდა საქველმოქმედო გამოფენა 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებითაც…ასეთი ბევრია.

კომენტარი