თბილისის აეროპორტი საერთაშორისო სატანდარტების შუქ-ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვება

თბილისის აეროპორტი საერთაშორისო სატანდარტების შუქ-ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვება

991
გაზიარება

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც აეროპორტს ექნება განახლებული და მოდერნიზირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები, რომელიც ასევე აღიჭურვება საერთაშორისო სატანდარტებთან შესაბამისი შუქ-ტექნიკური საშუალებებით.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და „ტავ-ურბან საქართველოს“ შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკისა და საჭით-სამანევრო ბილიკების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ამჟამად მიმდინარეობს ასფალტის ზედა ფენის დაგება სამიმოსვლო ბილიკი ალფა-ს ზონაში.
სამუშაოებს კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი (31L/13R) ყოველდღიურად დაიკეტება ნებისმიერი საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენისთვის დროის შემდეგ მონაკვეთებში:
2016 წლის 1 მარტიდან 27 მარტამდე ყოველ დღე 09:30 საათიდან 15:00 საათამდე;
2016 წლის 27 მარტიდან 1 ივლისის ჩათვლით ყოველ დღე 10:00 საათიდან 20:00 საათამდე.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიუხედავად, ავიაკომპანიები განაგრძობენ რეგულარული ავიარეისების შესრულებას შეცვლილი გრაფიკით.

კომენტარი