თბილისის ხუთი საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის ფასადს ზაფხულში შეაკეთებენ

თბილისის ხუთი საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის ფასადს ზაფხულში შეაკეთებენ

553
გაზიარება

თბილისის ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფი ხუთი საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის ფასადის შეკეთება 15 ივნისს დაიწყება და ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება. ამ მხრივ ყველაზე საგანგაშო მდგომარეობაა №197, №54, №112, №121 და №115 ბაღები.
როგორც „სითი კვირას“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სამუშაოები მოიცავს კედლიდან ძველი ნალესის მოხსნას, ფასადის კედლების შელესვას, დამუშავებასა და შეღებვას, ფასადის ფანჯრებზე საცრემლეების მოწყობას, კედლების მობათქაშებას, საევაკუაციო მეტალის კიბის შეღებვას და ა.შ.
სამუშაოები თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბიუჯეტით ხორციელდება და მთლიანი ღირებულება 181 916 ლარს შეადგენს.

კომენტარი