ღოღობერიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები გაზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება

ღოღობერიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები გაზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება

514
გაზიარება

თბილისის კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალაში, ღოღობერიძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია 19 მაისს დასრულდება. მიმდინარეობს ასფალტის დაზიანებული საფარის დემონტაჟი და მიწისქვეშა კომუნიკაციების: საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები. პარალელურად ასფალტის ახალი საფარის დასაგებად მზადდება საფუძველი.
სამუშაო პროცესს თბილისის მერი დავით ნარმანია, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან და კრწანისის რაიონის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთად ერთად გაეცნო. როგორც დედაქალაქის მერი აცხადებს, ის გზის კაპიტალურად შეკეთებას ღოღობერიძის ქუჩის მოსახლეობას პირადად დაპირდა. მისივე თქმით, ამ ქუჩაზე გზა არასდროს ყოფილა მოწესრიგებული, შესაბამისად სამუშაოები კაპიტალურად მიმდინარეობს. იჭრება გრუნტი, დაიგება ასფალტის საფარი. დავით ნარმანიამ ადგილზე დავალებების გასცა და ქუჩის მცხოვრებლებს სხვა საჭიროებების მოგვარებასაც დაჰპირდა. „გაკეთდება პარკი, სკამები, ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი, რათა აქაურობა დაემსგავსოს უბანს და ადგილობრივებისთვის ცხოვრება უფრო მეტად საინტერესო და კომფორტული გახდეს,“ – განაცხადა მერმა. კრწანისის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარე წლის 19 თებერვალს დაიწყო. სამუშაოებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს.

კომენტარი