ამორტიზირებული სარკინიგზო ხიდი მდინარე სუფსაზე ახლით შეიცვალა

ამორტიზირებული სარკინიგზო ხიდი მდინარე სუფსაზე ახლით შეიცვალა

780
გაზიარება

სს „საქართველოს რკინიგზამ“ მდინარე სუფსაზე არსებული ამორტიზირებული სარკინიგზო ხიდის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა. ხიდი შედგება ორი ლითონის ფერმისგან. ერთ-ერთი ლითონის ფერმა შეიცვალა, ის მოიჭრა და სპეციალური რკინის რგოლებით გადააგორეს, ხოლო გვერდზე აშენებული ახალი ლითონის ფერმა ხაზზე დააერთეს. მატარებლების მოძრაობა ხიდზე უკვე ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ხიდის შეცვლის პროექტი განახორციელა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ელიტა ბურჯმა“ და კომპანია „ხიდმშენმა“.
როგორც „სითი კვირას“ კომპანია „ელიტა ბურჯის“ დირექტორმა დავით ქვირიამ განუცხადა, სარკინიგზო ხიდების კონსტრუქციების წარმოება კომპანიის პრაქტიკაში ახალი მიმართულებაა. ეს უკვე მეორე პროექტია, რომელიც წარმატებით განახორციელეს.
მისივე თქმით, ხიდის გორგოლაჭებით გადაგორების მეთოდოლოგია საქართველოში პირველად განხორციელდა. „ საინჟინრო სამუშაოები უმაღლეს დონეზეა შესრულებული. მნიშვნელოვანია, რომ თავად ხიდის ფერმა საქართველოში დამზადდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში ის მზადდებოდა რუსეთში და იქიდან ჩამოდიოდა. ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, ამ ტიპის ხიდების მშენებლობაში საქართველოში,“- აცხადებს სს „ხიდმშენის“ გენერალური დირექტორი გიგლა ჩიქოვანი.

კომენტარი